ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება მაგიდის ჩოგბურთში ახალგაზრდული მსოფლიო თასის ეტაპის თამაშები.
საერთაშორისო ფედერაციის კალენდრით გათვალისწინებულ ღონისძიებაში 15 ქვეყნის 150-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. მაშ შორის 24 საქართველოს წარმომადგენელია.
მონაწილე ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ნიდერლანდები, ბელგია, ინდოეთი, ირანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პოლონეთი, ტაილანდი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და უზბეკეთი.
უკვე დასრულდა ასპარეზობა გოგონათა შორის 5 ასაკობრივ კატეგორიაში. ჩემპიონები გახდნენ – ადრინა ხაიამი (ირანი, 11 წლამდე), ანკოლიკა ჩაკრაბორტი (ინდოეთი, 13 და 15 წლამდე), ლილუ მასარი (ბელგია, 17), ანა ბრჟისკა (პოლონეთი, 19).
მსოფლიო თასის მეოთხე სათამაშო დღეს ასპარეზობაში ჩაერთნენ შერეული წყვილები, ხოლო მომდევნო დღეებში უკვე ვაჟები.
მსოფლიო თასის ეტაპის თამაშები 24 სექტემბერს დასრულდება.
მაგიდის ჩოგბურთში ახალგაზრდული მსოფლიო თასის ეტაპის თამაშები საქართველოში მეორედ ტარდება. ბათუმი მსგავს ტურნირს პირველად მასპინძლობს, გასულ წელს ანალოგიური ტურნირი თბილისში გაიმართა.
თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს უყურეთ GMS TV-ის სატელევიზიო ეთერში:
- სილქნეტი – #285 არხი
- მაგთი – #68 არხი
- martv- # სპორტი-GMS
- ტვგ – #148 არხი
- GMS TV-ის სოციალურ პლატფორმებზე:
- GMS TV youtube – https://www.youtube.com/@gmstv4529/streams
- myvideo.ge – https://www.myvideo.ge/tv/gms