პირველი გოლი, შეცვლიდან?!

დღეს, საქართველოს დროით ხვალ, 00:05 საათიდან, ხვიჩა კვარაცხელიას „ პსჟ “ „ მონაკოს “ უმასპინძლებს. ეს ქართველი ფეხბურთელისთვის, მასპინძლის სტატუსით, მეორე მატჩი იქნება. პირველ თამაშში, „ რეიმსთან “, კვარაცხელიამ საგოლე პასი მიითვალა. ამის შემდეგ, ქართველმა ორი მატჩი გამართა, მაგრამ საგოლე მოქმედება აქტივში ვერ ჩაიწერა.

ამ ორი გუნდის დაპირისპირება, საფრანგეთში ერთ – ერთ ყველაზე საინტერესო დაპირისპირებად ითვლება. დღევანდელ მატჩსაც საზოგადოება დიდი ინტერესით ხვდება, რადგან „ ლიგა 1 – ის “ სატურნირო ცხრილში, „ პსჟ “, 50 ქულით, პირველ ადგილს იკავებს, ხოლო „ მონაკო “, 37 ქულით, მესამე ადგილზეა!

ცნობილი ფრანგული გამოცემის – „ LE PARISIEN “ – ის  ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო თერთმეტეულში არ იქნება! უნდა აღინიშნოს, რომ „ LE PARISIEN “ მართლაც ძალიან სანდო გამოცემაა და უმეტეს შემთხვევაში, ისინი არ ცდებიან, მაგრამ „ პსჟ “ – ს ესპანელი მწვრთნელი, ლუის ენრიკე მედიას ხშირად აკვირვებს, ამიტომ, არ გამოვრიცხოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ!

ლუის ენრიკეს თავკაცობით, „ პსჟ “ „ მონაკოს “ მეხუთედ გაეჯიბრება. აქამდე ესპანელი მწვრთნელის შედეგი, სამი მოგება და ერთი ფრეა!

თამაშს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება! პარიზელებს ახალგაზრდა უორენ ზაირ – ემერი ვერ დაეხმარება, ხოლო „ მონაკოს “ ორი მოთამაშე – ვილფრიდ სინგო და ჯორდან ტეზე დააკლდებიან.

ავტორი – სანდრო ბრაგვაძე

მსგავსი სიახლეები