სამბოში გოგონები მომრავლდნენ

31 იანვარს, დიდ დიღომში, ახალგახსნილ  “მულტიფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში” დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი სამბოში, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში – გოგონებშიც და ბიჭებშიც. ის სამ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება – 15, 17 და 20 – წლამდელებში.

პირველ დღეს 15 – წლამდელებმა იასპარეზეს, სადაც ბიჭებმა ხომ 9 – ვე წონით კატეგორიაში იჭიდავეს, გოგონებიც ყველა წონაში გამოვიდნენ. თუმცა შედარებით ბევრი მონაწილე მხოლოდ 2 წონაში იყო, სადაც მერვედფინალიდან დაიწყო ასპარეზობა, უმეტეს წონებში კი 3 – 4 მონაწილე გამოდიოდა. ოღონდ ჩვენს პირობებში, როცა ქალთა ჭიდაობაში ხელახლა გვიწევს “ყამირის გატეხა”, ესეც დიდი საქმეა, ყველა წონაში რომ ჩატარდა შეჯიბრება და რომელიმეს გამოტოვება არ მოგვიწია. 

ტურნირი კი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, ამაში კი გოგონები ბიჭებს არათუ ჩამორჩნენ, იქნებ პირიქითაც კი იყო. ჩემპიონატში ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის გუნდები გამოდიოდნენ, წამყვანებიდან კი ცოტა თვალში მოგვხვდა კახეთის მუნიციპალიტეტების სიმცირე.

შედეგით კი საუკეთესო მაჩვენებელი ვანმა აჩვენა – 4 ოქრო მოიპოვეს. 3 თბილისმა დაისაკუთრა, 2-2 – ქუთაისმა და ხობმა, თითო ოქრო კი საგარეჯომ, გორმა, ხაშურმა, თერჯოლამ, ქარელმა, ზესტაფონმა და ფოთმა მოიპოვეს.

გთავაზობთ საპრიზო სამეულებს გოგონებშიც და ბიჭებშიც.

გოგონები

41 კგ. 1. ლილუ ღანიაშვილი (თბილისი); 2. ნანა ჭიჭინაძე (ზესტაფონი); 3. ანასტასია ოზდემირი, ლიზი ქადიძე (ორივე – ხელვაჩაური)

44 კგ. 1. მარინე ტუღუში (ქუთაისი); 2. მარი წულუკიძე; 3. ელენე კირკიტაძე (ორივე – ხელვაჩაური), ქრისტი აფხაიძე (მცხეთა)

47 კგ. 1. სალომე ალანია (ხობი); 2. ნათია სვანიძე (თერჯოლა); 3. ანასტასია ჭელიძე (თბილისი)

50 კგ. 1. ქრისტი მაზანაშვილი (გორი); 2. თამარ ზარნაძე (თერჯოლა); 3. ანასტასია გაბრიაძე (ზესტაფონი), თამუნა გიუნაშვილი (ქარელი)

54კგ. 1. ია ჯელაძე (ხაშური); 2. ანასტასია შუშანია (მცხეთა); 3. ქეთევან ივანაძე (ქარელი), ნინო ხაბაზი (ქობულეთი)

59 კგ. 1. ნატალია ჩარბოდაშვილი (თბილისი); 2. მარიამ ხორბალაძე; 3. მაკა სვიანაძე (ორივე – ქარელი), თათია კიკნაძე (ხელვაჩაური)

65 კგ. 1. ბარბარე ფხაკაძე (ქუთაისი); 2. ნინო ტყეშელაშვილი (ვანი); ლედი ბეჟანიშვილი (ქარელი), ნინო ნაკაიძე (ბათუმი)

72 კგ. 1. ნინო ჩადუნელი (ზესტაფონი); 2. ქეთი ბუცხრიკიძე (თერჯოლა); 3. ნინო ძირკვაძე (ხელვაჩაური)

+72 კგ. 1. თეონა სარალიძე (ხობი); 2. ნინო ბუხაიძე (ქუთაისი); 3. მარიამ აზმაიფარაშვილი (მცხეთა)

ბიჭები

46. 1. ლუკა გულდაშვილი (ვანი); 2. ლუკა ასლამაზაშვილი; 3. Lუკა ნოზაძე (სამივე – თბილისი), საბა ბელქანია (ფოთი)

49 კგ. 1.  ოთარ ქოთოლაშვილი (თბილისი); 2. დავით არღვლიანი (საგარეჯო); 3. საბა კუპატაძე (ქუთაისი), გიგა ჯიხინაშვილი (კასპი)

53 კგ. 1. გიორგი როსტომაშვილი (საგარეჯო); 2. ნიკა ძაგანია (ფოთი); 3. ლუკა საგინაძე (ხაშური), საბა ნოღაიდელი (ბათუმი)

58 კგ. 1. ნოდარ ვაშაყმაძე (ვანი); 2. ლუკა მღებრიშვილი (კასპი); 3. გიორგი ლომიტაშვილი (თერჯოლა), დავით ყიფიანი (საჩხერე)

64 კგ. 1. გიორგი ჟღერია (ვანი); 2. ბერდია დადვანი (საგარეჯო); 3. ნიკოლოზ ამირან მარგველაშვილი (ორივე – ქუთაისი) 

71 კგ. 1. დავით ხუჯაძე (თერჯოლა); 2. დავით გურგენიძე (ვანი); 3. გეორგიოს გრამატოპულო (ხაშური), სანდრო ქვრივიშვილი (ქარელი)

79 კგ. 1. გიორგი ოდიკაძე (ქარელი); 2. ნოდარ შარიქაძე (ზესტაფონი); 3. თამაზ ხურციძე (ქუთაისი), საბა არაყაშვილი (ქარელი)ლომაშვილი,

88 კგ. 1. ნიკოლოზ დგებუაძე (ფოთი); 2. დაჩი დიასამიძე (ბათუმი); 3. ზვიად იობიძე (ქუთაისი), ლუკა შახულაშვილი (წყნეთი)

+88 კგ. 1. მათე ხურციძე (ვანი); 2. ერეკლე მეურმიშვილი (საგარეჯო); 3. ლევან ლაკვეხელიანი, ფრიდონ თევდორაძე (ორივე – ქუთაისი)

ავტორი – ირაკლი თავაძე

მსგავსი სიახლეები