GSM TV ქმნის მედია პროდუქტებს ქართული მუსიკისა და სპორტის ტელე-ტრანსლირებისთვის, მათი შემდგომი პოპულარიზაციისა და კომერციალიზაციისთვის

„ჯი ემ ეს“ (GMS TV) დაფუძნდა 2018 წელს, სამაუწყებლო ლიცენზიას ფლობს 2020 წლიდან. სატელევიზიო დაფარვის არეალი – დაახლოებით 600,000 აბონენტი (მაგტიკომი, სილქნეტი, მარტვ, ტვ სარფი, მაივიდეო).

ტელეკომპანიის გაშუქების თემატიკა მთლიანად ქართულ მუსიკასა და სპორტს, მათთან დაკავშირებულ საკითხებს ეთმობა. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და სპორტულ ფედერაციებთან.
ამჟამად, „ჯი ემ ეს“ უზრუნველყოფს შემდეგი სპორტული სახეობებში გამართული შეჯიბრებების გაშუქებას: ჭიდაობა, ძიუდო, კრივი, ძალოსნობა, სამბო, ფუტსალი, ფიგურული სრიალი, მაგიდის ჩოგბურთი და ბილიარდი.

ტელეკომპანიას გააჩნია სრულფასოვანი სამონტაჟო და საეთერო სტუდია, აგრეთვე გააჩნია მოძრავი მცირე სატელევიზიო სადგური. სადგურის მეშვეობით ხდება გარე ვიდეოგადაღება, პირდაპირ ეთერში მონტაჟი და სიგნალის ატვირთვა „ჯი ემ ეს“ ტელევიზიის სატელევიზიო ეთერსა და სოციალური მედიის პლატფორმებზე.

გამოგვყევი სოციალურ მედიაში

გამოიწერე სიახლეები