15 ივლისიდან, გორის სპორტის სასახლეში, გიორგი კანდელაკის სახელობის რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო ტურნირმა აიღო სტარტი.
ხუთი ქვეყნის გამორჩეული 17 წლამდე მოკრივეებს შორის, ნახევარფინალური საგზური მხოლოდ ყაზახებმა ვერ მოიპოვეს. ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები და ისრაელელი მოკრივეები კი ერთმანეთს ფინალისთვის დაუპირისპირდნენ.
ნახევარფინალები ორთაბრძოლები გოგონებით გაიხსნა, რომელთა შორისაც ხუთი შეხვედრა გაიმართა, ხოლო შემდეგ ვაჟებს შორის 22 უშეღავათო ბრძოლა ვიხილეთ და ყველა ფინალისტიც გავარკვიეთ. ხვალ 20 ფინალს ვიხილავთ, რომელსაც, როგორც ნახევარფინალს, გოგონები გახსნიან.
გოგონები
50კგ
ანასტასია ჯოლოხავა (საქართველო) – თამარ ციხელაშვილი (საქართველო)
52კგ
ელენე ქარჩავა (საქართველო) – ინა მდინარაძე (საქართველო)
54კგ
მარიტა გაგოშიძე (საქართველო) – კარინე დალაქიანი (სომხეთი)
57კგ
იევა გრიგორიანი (სომხეთი) – მარიამ ნაკანი (საქართველო)
60კგ
ანასტასია ჩოკორაია (საქართველო) – იანა გევორგიანი (სომხეთი)
66კგ
ლილე ვაჩაძე (საქართველო) – ანასტასია კუკავა (საქართველი)
70კგ
დარია სტარკოვსკი (ისრაელი) – ლიზა ლობჟანიძე (საქართველო)
ვაჟები
46კგ
ხეირადინ ფაშაევი (საქართველო) – ჰასრატ მამადოვი (აზერბაიჯანი)
48კგ
სამველ გრიგორიანი (სომხეთი) – ნიკოლოზ კერძევაძე (საქართველო)
50კგ
ვაგიფ მაჰამმადლი (აზერბაიჯანი) – რატი ხარბედია (საქართველო)
52კგ
არწიომ ბაღრამიანი (სომხეთი) – ისმაილ ნასირზადე (აზერბაიჯანი)
54კგ
ზაზა მდინარიძე (საქართველო) – ქარდაშ რაჰიმოვი (აზერბაიჯანი)
57კგ
მათე ვოლოშინი (საქართველო) – ალი ჯამალზადე (აზერბაიჯანი)
60კგ
მირიან ვოლოშინი (საქართველო) – ალი აბასლი (აზერბაიჯანი)
63კგ
ნიკოლოზ ხიზანიშვილი (საქართველო) – ნაორ გელერი (ისრაელი)
66კგ
იუსიფ ჰასანლი (აზერბაიჯანი) – ლუკა ქიტუაშვილი (საქართველო)
70კგ
მათე დუმბაძე (საქართველო) – საბა რატიანი (საქართველო)
75კგ
იუსიფ აღაკიშიევი (აზერბაიჯანი) – გორ კაზარიანი (საქართველო)
80კგ
სალეჰ ფარაჯოვი (აზერბაიჯანი) – შუკარ ალიევი (აზერბაიჯანი)
80+კგ
მეჰრან რასულოვი (აზერბაიჯნი) – ჰასან აკპინარი (საქართველო)
18 ივლისს, 12:00 საათიდან, გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის საერთაშორისო ტურნირის ფინალურ ორთაბრძოლებს GMS TV – ის პირდაპირ ეთერში იხილავთ!
ფოტოები




























