2P3A9284

კრივი – სამეგრელო – ზემო სვანეთის უპირატესობით

დასრულდა ფესტივალის მოკრივეთა ტურნირი. გათამაშებული 5 ოქროს მედლიდან 2 მოიგო სამეგრელო-ზემო სვანეთმა, თითო – თბილისმა, შიდა ქართლმა და კახეთმა.

52 კილოგრამის ფინალში, თანაბარი პირველი რაუნდის შემდეგ, მეორეში კახელმა შოთა სიდამონიძემ აჯობა ახლაქალაქელ ჟირაირ ჯინისიანს და საბოლოოდ 5-0 მოიგო.

54 კგ. ევროპის ჩემპიონმა, თბილისელმა ალექსი ახვლედიანმა სამივე რაუნდი მოუგო (3-2, 4-1, 5-0) სენაკელ ლევან თეფანიას და ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

57კილოგრამში მშვენიერი ტურნირი ჰქონდა ფოთელ ანდრია მატარაძეს. ნახევარფინალში მან ევროპის ჩემპიონი დავით ალიხანაშვილი დაამარცხა, ფინალში კი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორს, ვარიანელ ზაზა მდინარიძესაც აჯობა.

60 კილოგრამი მოიგო ვარიანელმა ნიკა ხიზანიშვილმა, ვინც სამივე რაუნდი მოუგო თბილისელ მირიან ვოლოშინს.

დაძაბული ბრძოლა იყო 63 კილოგრამამდე წონაში. ევროპის ჩემპიონატის ფინალისტმა, სენაკელმა ალექსი გუნიამ პირველ რაუნდში ხუთივე მსაჯთან აჯობა გრიშა საჰარიანს, მაგრამ მეორეში ახალქალაქელმა 3-2 იმარჯვა და ჩემპიონობის შანსები შეინარჩუნა. მესამე რაუნდში მსაჯემბა უპირატესობა გუნიას მიანიჭეს. საბოლოოდ, 4-1.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ბათუმი, 2-5 ივნისი, 2026.

კრივი. ფინალები

52 კგ

შოთა სიდამონიძე (კახეთი) – ჟირაირ ჯინისიანი (სამცხე-ჯავახეთი) 5-0

3. ლუკა ქოქაშვილი (შიდა ქართლი), დემეტრე ალფენიძე (სამეგრელო-ზემო სვანეთი)

54 კგ

გიორგი ახვლედიანი (თბილისი) – ლევან თეფანია (სამეგრელო-ზემო სვანეთი) 5-0

3. ვლადიმერ ხვისტანი (იმერეთი), ლუკა ხრუშჩოვი (აჭარა)

57 კგ

ანდრია მატარაძე (სამეგრელო-ზემო სვანეთი) – ზაზა მდინარიძე (შიდა ქართლი) 5-0

3. ლაშა ფუტკარაძე (აჭარა),  დავით ალიხანაშვილი (თბილისი)

60 კგ

ნიკა ხიზანიშვილი (შიდა ქართლი) – მირიან ვოლოშინი (თბილისი) 4-1

3. ნარეკ მგდესიანი (სამცხე-ჯავახეთი), დავით ფარტენაძე (აჭარა)

63 კგ

ალექსი გუნია (სამეგრელო-ზემო სვანეთი) – გრიშა საჰარიანი (სამცხე-ჯავახეთი) 4-1

3.  გიორგი გაფრინდაშვილი (იმერეთი), საბა ხიმშიაშვილი (აჭარა)

მედლები

სამეგრელო-ზემო სვანეთი 2-1-1, შიდა ქართლი 1-1-1, თბილისი 1-1-1, კახეთი 1-0-0, სამცხე-ჯავახეთი 0-2-1, აჭარა 0-0-4, იმერეთი 0-0-2

ფოტოები

მსგავსი სიახლეები