26 მაისს, 14:00 საათიდან, ირაკლი აბაშიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, ნახევარფინალები გაიმართება.
18 ბრძოლის მაგივრად, დღევანდელ დღეს, 13 ბრძოლას ვიხილავთ.
ხუთი მოკრივე, რიგი მიზეზების გამო, ბრძოლას ჩაეხსნა და პირდაპირ ფინალში ვიხილავთ: ლაშა კერესელიძეს, გიორგი კაპანაძეს, ლაშა გაგნიძეს, ნიკა სუხაშვილსა და ლუკა კვირიკაძეს!