2P3A9993

ბადმინტონი მცხეთა-მთიანეთმა მოიგო

ფესტივალის ბოლო სპორტულ დაპირისპირებაში მცხეთა-მთიანეთის ბადმინტონისტთა გუნდმა უკიდურესად დრამატულ ფინალში 3-2 დაამარცხა თბილისიელები და ჩემპიონი გახდა.

პირველ შეხვედრაში მცხეთელმა ვანო გოგიშვილმა დაამარცხა გიორგი ასანიძე, მაგრამ  ნინო ტუხაშვილმა მოუგო მარიამ წიკლაურს და ანგარიში გაათანაბრა.

მცხეთა-მთიანეთი ერთხელაც დაწინაურდა: გოგიშვილმა და ზურაბ მახნიაშვილმა წყვილში დაამარცხეს ასანიძე და რატი გორჯოლაძე. თბილისელ გოგონათა წყვილმა ისევ აღდგინა წონასწორობა – ტუხაშვილმა და ელენე ზუმბულიძემ მოუგეს წიკლაურსა და თათია საღირიშვილს.

გადამწყვეტი გამოდგა შერეულ წყვილთა შეხვედრის ბოლო, მესამე სეტი: მახნიაშვილმა და საღირიშვილმა მოუგეს გორჯოლაძესა და ზუმბულიძეს, 21-19.

მესამე ადგილისთვის იმერეთმა (ელენე შეყლაშვილი, ნინო გვენეტაძე, ნიკოლოზ გამეზარდაშვილი, ფრიდონ სარალიძე) 3-2 მოუგო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუნდს.

ფოტოები

მსგავსი სიახლეები