IMG_0173

გორში, გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მეთხუთმეტედ გაიმართება

YouTube player

15 – დან 18 ივლისის ჩათვლით, გორში, გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მეთხუთმეტედ გაიმართება!

გიორგი კანდელაკი პირველი ქართველი მოკრივეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

ტურნირზე საქართველოსთან ერთად: სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ისრაელის საუკეთესო 17 წლამდე მოკრივეები მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები, მთავარი მწვრთნელის, ნიკოლოზ იზორიას თაოსნობით, ტურნირისთვის გორში ემზადება!

ტურნირის დასრულების შემდეგ, ნაკრები მომზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის გააგრძელებს, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება!

მსგავსი სიახლეები