IMG_8711

ბათუმი ჩემპიონია!

ბათუმმა, ბუბა ბერიშვილის თაოსნობით, საოცრება ჩაიდინა და ისტორიაში პირველად, უმაღლესი ლიგის ჩემპიონობა იზეიმა!

ფინალური სერიის მეოთხე მატჩის დასრულებამდე 21 წამი იყო დარჩენილი, რა დროსაც „ თსუ “ „ ბათუმს “ 81 – 76 ამარცხებდა! ზღვისპირელებმა მოახერხეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს, სადაც, მოწინააღმდეგისგან ქულა არ გაუშვიათ, საბოლოოდ 90 – 81 იმარჯვეს და, ისტორიაში პირველად, უმაღლესი ლიგის ჩემპიონობა იზეიმეს!

ჩემპიონი გუნდიდან გამორჩეული თამაში ჰქონდათ ლეგიონერ მირაინ ტომასს და საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელ გიორგი ოჩხიკიძეს.

მირაინ ტომასი: 28 ქულა, 15 მოხსნა, 5 გადაცემა

გიორგი ოჩხიკიძე: 22 ქულა, 7 მოხსნა, 5 გადაცემა

მსგავსი სიახლეები