2P3A9100

მხატვრული ტანვარჯიში – კიდევ ერთი ოქრო თბილისს

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა შეჯიბრება მხატვრულ ტანვარჯიშში.

ტურნირში ექვსი რეგიონის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. საწყისი ორი დღის შემდეგ გამოვლინდა სამი ფინალისტი, რომლებმაც მედლები ოლიმპიადის დასკვნით დღეს გაითამაშეს.

ფინალში მონაწილეობდნენ თბილისი, იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი.

ოთხ დისციპლინაში (გურზები, ბაფთა, ბურთი, რგოლი) სამ-სამი სპორტსმენის გამოსვლის შემდეგ დაჯამდა შედეგები და გამოვლინდა ჩემპიონი. პირველი ადგილი თბილისმა დაიკავა, რომლის შემადგენლობაში ასპარეზობდნენ: კენჭოშვილი, გოქაძე, ბალაევა და წიკლაური.

მეორე ადგილზე გავიდა იმერეთი: დავითაძე, ა. ტუგანსკი, ს. ტუგანსკი, ბოკელავაძე.

მესამე იყო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი: რეხვიაშვილი, სირაძე, გურაბანიძე, ჭელიძე.

ტანმოვარჯიშეები ასევე ინდივიდუალური შედეგების მიხედვით დაჯილდოვდნენ. რგოლისა და ბურთის დისციპლინაში საუკეთესო იყო მანანა ბალაევა. გურზებსა და ბაფთაში – ანასტასია კენჭოშვილი.

ფოტოები

მსგავსი სიახლეები