GMSTV.GE

ფრენბურთი თბილისში ბრუნდება!

19 და 21 ივნისს, საქართველოს ფრენბურთის როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ლიგის მატჩებს ახალ სპორტის სასახლეში გამართავს.

 19 ივნისს, მატჩებს მამაკაცთა ეროვნული ნაკრები გახსნის, რომელიც 16:00 საათზე, ესპანეთს დაუპირისპირდება. 19:00 საათიდან კი საქმეში ქალთა ეროვნული ნაკრები ჩაერთვება, რომლის მეტოქეც ბოსნია და ჰერცოგოვინა იქნება.

 21 ივნისს კი ორივე ნაკრები წლევანდელი ევროპის ლიგის რიგით მეექვსე მატჩებს გამართავენ. მამაკაცთა ნაკრები ჩეხეთს, ხოლო ქალთა ნაკრები სლოვაკეთს დაუხვდება.

თამაშების პირდაპირ რეპორტაჟს GMS TV – ის სატელევიზიო ეთერში იხილავთ!

ტელევიზია – მაგთი (არხი 68), სილკი (არხი 285)

საიტი – https://gmstv.ge

მსგავსი სიახლეები