IMG_9628

თბილისში ფრენბურთი ესპანელების გამარჯვებით გაიხსნა!

19 ივნისს, 16:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფრენბურთის ექვსმატჩიანი სერია დაიწყო.

პირველი მატჩი, მამაკაცებში, მასპინძელ საქართველოსა და ესპანეთს შორის გაიმართა. სტუმრებმა ძალიან დამაჯერებლად, 3 – 0 იმარჯვეს!

შედარებით დაძაბული გამოდგა პირველი სეტი, რომელშიც საქართველომ 18 ქულა მოიპოვა და რიგ მომენტებში წინაც კი იყვნენ, მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა, ესპანელებმა 25 – 18 იმარჯვეს.

სტუმრებმა მეორე სეტში კიდევ უფრო მოუმატეს და მოწინააღმდეგე 11 ქულის სხვაობით დაამარცხეს.

დასკვნით სეტში კი არაფრის შანსი დაგვიტოვეს და 25 – 8 დაგვჯაბნეს.

ესპანეთი, შემდეგ მატჩს ხვალ, 16:00 საათზე, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო საქართველო, 21 ივნისს, 16:00 საათზე, აგრეთვე ჩეხეთს დაუპირისპირდება.

ფოტოები

მსგავსი სიახლეები