სპორტსმენებმა მაყურებელს 5 დისციპლინაში აჩვენეს თავიანთი შესაძლებლობები, ჩემპიონის ვინაობა კი, ძლიერი კონკურენციის გამო, დასრულებამდე ვერ გაირკვა.
საბოლოოდ, ჩემპიონობა უზბეკმა მუჰამად ალი ტოხტამატოვმა მოიპოვა, რომელმაც პირველი დისციპლინის გარდა ყველგან საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.
პირველი დისციპლინა „ Log lift “, იგივე „ მოუხერხებელი მორი “ იყო, რომელშიც საბოლოოდ თანაბარი წონები დააფიქსირეს ტოხტამატოვმა და ქართველმა ავთანდილ ყარმაზანაშვილმა, მაგრამ ჯამური წონებით, ყარმაზანაშვილმა დაჯაბნა
მეტოქე და სწორედ ეს დისციპლინა აღმოჩნდა ერთადერთი, სადაც ტოხტამატოვი საუკეთესო ვერ იყო. უზბეკმა „ უხერხულ მორზე “ 195 კილოს აწევა მოახერხა.
მეორე დისციპლინაში, უღელი + ფერმერის გასერინენა, ტოხტამატოვი საუკეთესო იყო, მან 40 მეტრი ყველაზე მალე, 24,06 წამში დაძლია.
მესამე დისციპლინა გიგანტური ჰანტელის აწევა გახლდათ, რომელსაც საბოლოოდ ისევ ტოხტამატოვმა ულიდერა, მან 70-80 და 90 კგ – იანი ჰანტელები 12.47 წამში ასწია.
მეოთხე დისციპლინა „ მანქანის აწევა “, იგივე „ Car Deadlift “ იყო, რომელშიც ტოხტამატოვმა 17 – ჯერ მოახერხა მანქანის აწევა, მეორე საუკეთესო შედეგი კი ლიეტუელ ტომას შლიუპასს ეკუთვნოდა, რომელმაც მანქანა 15 – ჯერ ასწია.
ბოლო დისციპლიმა კი ტრაილერის გაწევა იყო, სადაც ყველაფერი დროს უნდა გადაეწყვიტა, რადგან 11 – ივე სპორტსმენმა ტრაილერის 20 მეტრიანი მანძილი დაფარა. ყველაფერი წამის მეასედებში გადაწყდა, მაგრამ პირბელობა ტოხტამატოვმა არც აქ დაუთმო არავის, მან 20 მეტრიანი ნიშნული 18.07 წამში დაფარა, მეორე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა უკრაინელმა ივან მისკოვეცმა, 18.16 წამი.
საბოლოო შედეგები ასეთია:
- მუჰამად ალი ტოხტამატოვი (უზბეკეთი) – 54.5 ქულა
- ტომას შლიუპასი (ლიეტუა) – 46 ქულა
- ივან მისკოვეცი (უკრაინა) – 43 ქულა
- ავთანდილ ყარმაზანაშვილი (საქართველო) – 37 ქულა
- ტომას ტანკი (ესტონეთი) – 35 ქულა
- ვადიმ მაკარცოვი (ყაზახეთი) – 31.5 ქულა
- ალი ალიევი (აზერბაიჯანი) – 24.5 ქულა
- ისხოხჟონ შამურატოვი (ყირგიზეთი) – 21.5 ქულა
- ვალიკო ფიფია (საქართველო) – 18.5 ქულა
- ამირი სურმავა (საქართველო) – 8 ქულა
- აკაკი წინწკალაძე (საქართველო) – 2.5 ქულა
აღნიშნულ ღონისძიებაზე დამყარდა გინესის ახალი რეკორდიც. ქართველმა ნუგზარ გოგრაჭაძემ, კბილებით, 286.2 კგ – ს აწევა მოახერხა, მან ბელგიელი სპორტსმენის რეკორდი 4.7 კილოგრამით გააუმჯობესა.