დასასრულს უახლოვდება ბადმინტონის ტურნირი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე. მეორე საშეჯიბრო დღეს გაიმართა ჯგუფური ეტაპის შეხვედრები და მეოთხედფინალები.
მეოთხედფინალში თბილისმა აჭარა 3:1 დაამარცხა, იმერეთმა – სამცხე-ჯავახეთი (3:0), რაჭა-ლეჩხუმმა – ქვემო ქართლი (3:2) და მცხეთა-მთიანეთმა – სამეგრელო-ზემო სვანეთი (3:0).
ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: თბილისი VS რაჭა ლეჩხუმი და ზემო სვანეთი, იმერეთი VS მცხეთა-მთიანეთი.
დასკვნით დღეს, 5 ივნისს შეხვედრები 14 საათზე დაიწყება.