ბათუმის ბულვარში, ქვიშის მოედანზე გაიმართა შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში. ეს იყო ოლიმპიური ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სანახაობა, რომელიც დაძაბულმა ფინალმა დაამშვენა.
საჩემპიონო შეხვედრაში ერთმანეთს შეხვდნენ შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის გუნდები. ოთხი ბრძოლის შემდეგ ანგარიში 2:2 იყო. გადამწყვეტი შეხვედრა მძიმეწონოსნებს შორის გაიმართა, რომელიც გიორგი წურიაშვილმა სუფთა გდებით მოიგო და ჩემპიონობა შიდა ქართლს მოუტანა.
ჩემპიონთა შემადგენლობა: საბა ლურსმანაშვილი, ლუკა კოშაძე, საბა ჩინჩალაძე, ბადრი ბაზანდარაშვილი, გიორგი წურიაშვილი.
„შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში მეტად საინტერესო გამოვიდა. თანაბარ ანგარიშზე გადამწყვეტი ბრძოლა კაპიტანმა გიორგი წურიაშვილმა მოიგო და გუნდურ შეჯიბრებეში შიდა ქართლს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ დასრულებულა, ჩვენი რეგიონისთვის ეს შეჯიბრება უკვე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, კალათბურთელებმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს, ბევრი ოქროს მედალი ავიღეთ ცურვაში…“ – აღნიშნა შიდა ქართლის მოჭიდავეთა მწვრთნელმა სოსო მამულაშვილმა.