დღეს, პრემიერ ლიგის დასკვნით ეტაპზე ქართველი სპორტსმენი ვალიკო ფონიავა იასპარეზებს. ქართველი -75 კგ წონითი კატეგორიის ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ერნესტ შარაფუტდინოვს, ჩემპიონობისთვის დაუპირისპირდება.
შესარჩევი ეტაპი ვალიკო ფონიავამ შესანიშანავად ჩაამთავრა, სადაც 3 – დან 3 გამარჯვება მოიპოვა, დანიელ, იტალიელ და ფრანგ კარატისებთან ბრძოლაში.
ფინალში ქართველმა კიდევ ორი შეხვედრა მოიგო. ჯერ სომეხი სურენ არუტინიანი 4:1 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში უკრაინელ ანდრიი ზაპლიტინს 2:1 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალური ბლოკი სტარტს 16.00 საათიდან აიღებს.
პირდაპირი ეთერი – https://www.youtube.com/@WKFKarateWorldChamps/streams