2026 წლის 20 ივნისს, ბათუმის ბულვარში, სტარტი აიღო ქვიშის ჭიდაობის, წლევანდელი წლის, რიგით მესამე მსოფლიო სერიამ, რომელსაც საქართველო 20 – 21 ივნისს უმასპინძლებს.
მაყურებელმა, მამაკაცთა ოთხივე წონით კატეგორიაში, ჯგუფური ეტაპი და ნახევარფინალები იხილა.
70 კგ წონითი კატეგორია სამ ჯგუფად (A,B,C) დაიყო.
A ჯგუფში სამიდან სამი გამარჯვება მოიპოვა ირანელმა ალიაკბარ ზარუდიმ, რომელმაც მესამე რაუნდში ბერძენი ილიას კარნავასი დაამარცხა. კარნავასმა ჯგუფურ ეტაპზე ერთი გამარჯვების მოპოვება მოახერხა, ქართველ გოდერძი ძებისაშვილთან. ძებისაშვილმა სამივე შეხვედრა დათმო, ხოლო ორი გამარჯვებით და ერთი მარცხით დაასრულა ასპარეზობა ლევან ქელეხსაშვილმა. საბოლოოდ, A ჯგუფიდან ნახევარფინალში მხოლოდ ირა ელი ალიაკბარი ზარუდი ვიხილეთ.
B ჯგუფში, უკრაინელი ალექსიი ბორუტა დომინირებდა, რომელმაც სამივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა, ქართველ დავით ფარტენაძესთან, აზერბაიჯანელ რუბილ იბრაჰმილთან და პუერტო რიკოელ ტაილერ ნოქსთან. ტაილერი ნოქსი ჯგუფის აუთსაიდერი აღმოჩნდა, რომელიც სამიგე დაპირისპირებაში დამარცხდა. ფარტენაძეს და იბრაჰმილს, ორი რაუნდის შემდეგ, ერთი გამარჯვება და ერთი მარცხი ჰქონდათ, მესამე რაუნდი კი ჯგუფის მეორეადგილოსანს არკვევდა. ჩვენდა საბედნირეოდ, ფარტენაძემ იბრაჰმილი დაამარცხა და უკრაინელ ალექსიი ბორუტასთან ერთად ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
C ჯგუფსაც უკრაინელმა ულიდერა. ივან სემენოვმა ესპანელი კარლოს იგლესიასი, ფრანგი კუენტინ სტიკერი და რუმინელი დანიელ სანდრუ დაამარცხა. კარლოს იგლესიასი სამივე ბრძოლაში დამარცხდა, კუენტინ სტიკერმა და დანიელ სანდუმ კი თითო – თითო გამარჯვება მოიპოვეს.
ნახევარფინალში ერთმანეთს ალიაკბარ ზარუდი (ირანი) – დავით ფარტენაძე (საქართველი) და ალექსიი ბორუტა (უკრაინა) – ივან სემენოვი (უკრაინა) დაუპირისპირდნენ.
ზარუდიმ ფარტენაძე 2 – 0 დაამარცხა, ხოლო უკრაინელთა დუელში გამარჯვებული (4 – 2) ალექსიი ბორუტა გამოდგა.
ამრიგად, ფინალში ერთმანეთს ალიაკბარ ზარუდი (ირანი) და ალექსიი ბორუტა (უკრაინა) დაუპირისპირდებიან, ხოლო ბრინჯაოსთვის დავით ფარტენაძე (საქართველო) და ივან სემენოვი (უკრაინა) იბრძოლებენ.
80 კგ წონითი კატეგორიაში, სპორტსმენები ორ ჯგუფში (A,B) გადანაწილდნენ, მაგრამ მანამდე გარკვეულ ნაწილს საკვალიფიკაციო ეტაპი მოუწია.
საკვალიფიკაციო ირანელმა ალი გოლამიმ და ამერიკელმა დანიელ კარდენასმა დაძლიეს. კარდენასი A ჯგუფში მოხვდა, სადაც პირველ რაუნდში ქართველი დიეგო მახარაძე, ხოლო მეორეში სერბი მილიან რაჯიჩი დაამარცხა. A ჯგუფში ორიდან ორი გამარჯვება მხოლოდ კარდენას არ მოუპოვებია. აზერბაიჯანელმა ვუსალ ალიევმაც ანალოგიური მეტოქეები დაამარცხა და მესამე რაუნდში, პირველი ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, სადაც მესამე გამარჯვება ვუსუალ ალიევმა მოიპოვა და ნახევარფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუწყვილდა, ხოლო კარდენასი პირველადგილოსანს.
საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული, არც B ჯგუფში იყო ურიგო, მეტიც, ირანელმა ალი გოლამმა სამიდან სამი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფს ულიდერია. ორი გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ლუკა ჩხიტუნიძემ. ერთი გამარჯვებით დაასრულა გამოსვლა აზერბაიჯანელმა საჰიბ დადაშოვმა, ხოლო სამივე ბრძოლაში დამარცხდა ფრანგი ჰუგო კენო. ამრიგად, ჯგუფური ეტაპი დაძლიეს, პირველი ადგილით ირანელმა ალი გოლამმა და მეორე ადგილით, ქართველმა ლუკა ჩხიტუნიძემ.
ნახევარფინალში ერთმანეთს ლუკა ჩხიტუნიძე (საქართველო) – ვუსალ ალიევი (აზერბაიჯანი) და ალი გოლამი (ირანი) – დანიელ კარდენასი (ა.შ.შ) დაუპირისპირდნენ.
ჩხიტუნიძემ ალიევი 3 – 0 დაამარცხა, ხოლო ალი გოლამმა 4 – 0 მოუგო დანიელ კარდენასს.
ამრიგად, ფინალში ლუკა ჩხიტუნიძე (საქართველო) და ალი გოლამი (ირანი) დაუპირისპირდებიან, ხოლო ბრინჯაოსთვის ვუსალ ალიევი (აზერბაიჯანი) და დანიელ კარდენასი (ა.შ.შ) იბრძოლებენ.
90 კგ კატეგორიაც საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო. ხუთი ბრძოლის შემდეგ, გამარჯვებულები სამ ჯგუფში (A,B,C) გადანაწილდნენ.
A ჯგუფს წარმოადგენდნენ: იუზა ცერცვაძე (საქართველო), ამირჰოსეინ კავუსი (ირანი), ალექსიი იაკოვჩუკი (უკრაინა), აბრაამ ვოჟიკიევი (ა.შ.შ). დამუარცხებელი აღმოჩნდა ირანელი ამირჰოესინ კავუსი. ორი გამარჯვება მოიპოვა ალექსიი იაკოვჩუკმა, ერთი ქართცელმა იუზა ცერცვაძემ. სამივეჯერ დამარცხდა ამერიკელი აბრაამ ვოჟიკიევი. მიუხედავად ორი გამარჯვებისა, საუკეთესო მეორეადგილოსანი ვერ აღმოჩნდა უკრაინელი ალექსიი იაკოვჩიკი, A ჯგუდიდან ერთადერთი ნახევარფინალისტი ირანელი ამირჰოსეინ კავუსი იყო.
B ჯგუფში აზერბაიჯანელმა აშრაფ აშიროვმა სამივე შეხვედრა მოიგო, თურქ ომერ ოზილდირიმთან, ბერნძელ გეორგიოს ცაკნაკისთან და ფრანგ მატის მეიანთან. ორი გამარჯვება მოიპოვა ბერძენმა, მაგრამ ვერც მან მოახერხა ნახევარფინალში გასვლა და B ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე მხოლოდ აშრაფ აშიროვი ვიხილეთ.
C ჯგუფის ჯგუფური ეტაპი კი ორმა ქართველნა მოჭიდავემ დაძლია. ევსემ შველიძემ სამიდან სამი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში პირველი ადგილიც დაისაკუთრა, ხოლო თორნიკე ტულაშვილმა ორი გამარჯვებით მოახერხა ნახევარფინალში გასვლა. ორივე ქართველმა ბერძენ მიქაილ აკრიტიდისი და ფრანგი სოფიანე ბენ ბუბაკერი დაამარცხეს, ერთმანეთთან დუელში კი გამარჯვები ევსემ შველიძე აღმოჩნდა.
ნახევარფინალში ერთმანეთს ამირჰოსეინ კავუსი (ირანი) – თორნიკე ტულაშვილი (საქართველი) და აშრაფ აშიროვი (აზერბაიჯანი) – ევსემ შველიძე (საქართველო) დაუპირისპირდნენ.
სამწუხაროდ, ნახევარფინალში ორივე ქართველი დამარცხდა. კავუსიმ ტულაშვილი 3 – 0 დაამარცხა, ხოლო აშიროვმა 4 – 1 მოუგო ევსემ შველიძეს.
ამრიგად, ფინალში ამირჰოსეინ კავუსი (ირანი) და აშრაფ აშიროვი (აზერბაიჯანი) დაუპირისპირდებიან, ხოლო ბრინჯაოსთვის ქართველები, თორნიკე ტულაშვილი და ევსემ შველიძე იბრძოლებენ.
90+ კგ წონითი კატეგორია ორ ჯგუფად (A,B) დაიყო, ამიტომ ჯგუფის ორი საუკეთესო მოჭიდავე პირდაპირ ნახევარფინალში გადიოდა.
A ჯგუფს ირანელმა სეიედამირეზა საჰრაეიმაჰალიმ ულიდერა, რომელმაც ჯერ ქართველი გიორგი ჩიხრაძე, შემდეგ აგრეთვე ქართველი მამუკა კორძაია და ბოლოს ამერიკელი კაილ ფერიტერი დაამარცხა. მესამე რაუნდის დაწყებამდე ჯგუფიდან მეორე ადგილით გასვლა მამუკა კორძაიასა და კაილ ფერიტერს შეეძლოთ, მათ 1-1 გამარჯვება ჰქონდათ. კაილ ფერიტერი ლიდერ სეიედამირეზა საჰრაეიმაჰალისთან დამარცხდა, ხოლო მამუკა კორძაიამ გიორფი ჩიხრაძე დაამარცხა და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა.
B ჯგუფში უკრაინის სახელით მოასპარეზე ვაჟა დაიაურმა სამივე შეხვედრა მოიგო. ორი გამარჯვება მოიპოვა ქართველმა თედორე ებანოიძემ. აზერბაიჯენლმა ისლამ ილიასოვმა და თურქმა ფატიჰ იასარალმა გამოსვლა ჯგუფურ ეტაპზე დაასრულეს.
ნახევარფინალში ერთმანეთს სეიედამირეზა საჰრაეიმაჰალი (ირანი) – თედორე ებანოიძე (საქართველი) და ვაჟა დაიაური (უკრაინა) – მამუკა კორძაია (საქართველო) დაუპირისპირდნენ.
სამწუხაროდ, ნახევარფინალი არც ამ წონაში გამოდგა ქართველებისთვის სახარბიელო. საჰრაეიმაჰალიმ ებანოიძე 1 – 0 დაამარცხა, უკრაინის სახელით მოასპარეზე ვაჟა დაიაურმა 2 – 0 მოუგო მამუკა კორძაიას.
ამრიგად, ფინალში ერთმანეთს სეიედამირეზა საჰრაეიმაჰალი (ირანი) და ვაჟა დაიაური (უკრაინა) დაუპირისპირდებიან, ხოლო ბრინჯაოსთვის ქართველები, თედორე ებანოიძე და მამუკა კორძაია იბრძოლებენ.
ფინალური ბლოკი საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება.