
მძლეოსნობის ტურნირი სამ დღეს მიმდინარეობდა. მონწილეობდა 9 რეგიონის 60 ათლეტი. მედლები 9 დისციპლინაში გათამაშდა.
პირველივე დღეს 100 მეტრზე სპრინტში გოგონათა შორის საკვალიფიკაციო ეტაპზევე გამოიკვეთა ფავორიტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელი ელიზავეტა კარდანიუკი, რომელმაც ფინალში 100 მეტრი 12,68 წამში დაფარა და ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალი მოიგო.
ვაჟთა შორის იგივე დისტანცია წარმატებულად დაძლია თბილისელმა გიორგი ბაქრაძემ. მან 11,01 წამი დააფიქსირა. გიორგი მხოლოდ ერთ ოქროს არ დასჯერდა, იგი სიგრძეზე ხტომის შეჯიბრებაშიც ჩაერთო და იქაც პირველი იყო – 6,36 მეტრი. გოგონებშიც საუკეთესო შედეგი თბილისელმა უჩვენა – ყველაზე შორს მარიამ ადამაშვილი გადახტა (4.91 მეტრზე).
მეორე დღეს, 4 ივნისს, 60 მეტრ თარჯრბენში ვაჟთა შორის ჩემპიონი გახდა იმერეთის წარმომადგენელი დიმიტრი მახარაძე, ხოლო გოგონათა შორის საუკეთესო იყო ანი ჟორჟოლიანი თბილისიდან. დიმიტრიმ 60 მეტრი 8,91 წუთში დაფარა, ხოლო ანიმ – 9,51 წუთში.
მესამე ოქროს მედალი მოიპოვა გიორგი ბაქრაძემ. მან თბილისის გუნდთან ერთად 60 მეტრზე შერეულ ამანათრბენში (ბიჭები და გოგონები) მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონობა არავის დაუთმო.
შეჯიბრების დასკვნით დღეს გათამაშდა მედლების ორი კომპლექტი: გოგონებში 500 მეტრზე პირველი ადგილი სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელმა ბარბარე ლეკიაშვილმა დაიკავა. ვაჟების 800 მეტრზე სირბილშიც სამეგრელო-ზემო სვანეთმა გაიმარჯვა – ცოტნე რუხაიამ.
სიგრძეზე ხტომა. გოგონები. 1. მარი ადამაშვილი (თბილისი), 2. კატო ჩუბინიძე (თბილისი), 3. მარიტა ჯალაღონია (იმერეთი)
სიგრძეზე ხტომა ბიჭები. 1. გიორგი ბაქრაძე (თბილისი), 2. გელა ჩუბინიძე (იმერეთი), 3. პაატა ხარებავა (იმერეთი)
100 მ, გოგონები. 1. ლიზა კარდანიუკი (სამეგრელო ზემო სვანეთი), 2. მაიკო მემარნიშვილი (თბილისი), 3. ანა ჟორჟოლიანი (თბილისი)
100 მ, ბიჭები. 1. გიორგი ბაქრაძე (თბილისი), 2. არსენ ლომაშვილი (იმერეთი), 3. პაატა ხარებავა (იმერეთი)
60 მ თარჯრბენი, ბიჭები. 1. დიმიტრი მახარაძე (იმერეთი), 2. არსენ ლომაშვილი (იმერეთი), 3. გიორგი გოგეშვილი (თბილისი)
60მ თარჯრბენი, გოგონები. 1. ანი ჟორჟოლიანი (თბილისი), 2. თამთა რუსიძე (გურია), 3. ნინო ცაცანაშვილი (იმერეთი)
შერეული ამანათრბენი 6X60, 1. თბილისი, 2. სამეგრელო-ზემო სვანეთი, 3. სამცხე ჯავახეთი
500 მ. გოგონები. 1. ბარბარე ლეკიაშვილი (სამეგრელო-ზემო სვანეთი), 2. თიკო სიჭინავა (სამეგრელო-ზემო სვანეთი), 3. თამარ გობეჯიშვილი(თბილისი)
800 მ. ბიჭები. 1. ცოტნე რუხაია (სამეგრელო-ზემო სვანეთი), 2. ნიკა მეზვრიშვილი (თბილისი), 3. არტურ აღაბაბიანი (სამცხე-ჯავახეთი)
მედლები: თბილისი 5-3-3, სამეგრელო-ზემო სვანეთი 3-2-0, იმერეთი 1-3-4, გურია 0-1-0, სამცხე-ჯავახეთი 0-0-1, ქვემო ქართლი 0-0-1