
3X3 კალათბურთის შეჯიბრება ორ დღეზე გადანაწილდა.
პირველი ეტაპის შეხვედრები 3 ივნისს დასრულდა – 12-12 გუნდი სამგუნდიან ოთხ ჯგუფად გაიყო. თითო ჯგუფიდან საუკეთესო ორი მეოთხედფინალში გავიდა.
მეორე ეტაპი პლეიოფი იყო, რომელიც 4 ივნისს გაიმართა. ტურნირს, როგორც წესი, თან ახლდა მუსიკა, დიჯეი და ხმაურიანი კომენტატორი. ამ ყველაფერმა ისედაც საინტერესო შეჯიბრებას დამატებითი ხიბლი შესძინა.
ვაჟთა შორის მესამე ადგილი კახეთმა დაიკავა, პირველ-მეორე ადგილებისთვის კი შიდა ქართლი და ქვემო ქართლი იბრძოდნენ. დაძაბულ შეხვედრაში 12:8 გაიმარჯვა ქვემო ქართლმა და რეგიონს მორიგი ოქროს მედალი მოუტანა.
ჩემპიონთა შემადგენლობა: გაბრიელ გასვიანი, გიორგი ჩარქსელიანი, ანდრია დრიაევი, პავლე წიკლაური.
გოგონათა შორის მესამე ადგილი აჭარამ დაიკავა, მეორეზე აფხაზეთი გავიდა, რომელიც 6:8 დამარცხდა თბილისთან.
ჩემპიონი თბილისის შემადგენლობა: ლიზი ხუბუა, ელენე ბოხუა, ლიზი ჯაბუა, ნინი ივანიძე.
ვაჟები
1. ქვემო ქართლი
2. შიდა ქართლი
3. კახეთი
ქალები
1. თბილისი
2. აფხაზეთი
3. აჭარა