ბათუმში მიმდინარე საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დასრულდა ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეთა ტურნირი. მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში მიმდინარე ამ შეჯიბრებაზე ქვეყნის 12-ვე რეგიონი იყო წარმოდგენილი.
ფესტივალის პროგრამაში 6 წონითი კატეგორია იყო შეტანილი. ძალიან სანახაობრივ და საინტერესო ტურნირში ყველაზე მეტი ოქრო ქვემო ქართლმა მოიპოვა – 2, დარჩენილი 4 კი ამდენივე რეგიონზე გადანაწილდა: აფხაზეთი, აჭარა, გურია და თბილისი.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ბათუმი. 4 ივნისი.
48 კგ.
- ირაკლი ფედეაი (გურია); 2. ლუკა საგინაძე (ქვემო ქართლი); 3. ნიკა ჯავახიძე (აჭარა), გიორგი შაგონია (იმერეთი)
55 კგ. - დავით შავაძე (ქვემო ქართლი); 2. ნიკოლოზ კილაძე (გურია); 3. გიორგი მუნჭავა (სამეგრელო-ზემო სვანეთი), არჩილ მელაძე (აჭარა)
60 კგ. - გიორგი ჩაჩუა (აფხაზეთი); 2. დავით გვალია (სამეგრელო-ზემო სვანეთი); 3. ნიკოლოზ ბელქანია (ქვემო ქართლი), მათე თინიკაშვილი (სამცხე-ჯავახეთი)
71 კგ. - რამაზ ბასილია (ქვემო ქართლი); 2. ლუკა მაისურაძე (რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი); 3. ლუკა მუშარბაძე (აჭარა), ირაკლი თინიკაშვილი (სამცხე-ჯავახეთი)
92 კგ. - მიხეილ ბერიძე (აჭარა); 2. ტარიელ ჩალაძე (რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი); 3. ნიკოლოზ ჯოგლიძე (გურია), ნიკა ბარამიძე (იმერეთი)
110 კგ. - ივანე ჩოხელი (თბილისი); 2. რატი წულუკიძე (აჭარა); 3. შოთა
ტაბატაძე (კახეთი), გიორგი ბერეკაშვილი (იმერეთი)