თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მესამე დღეა ფრენბურთი მიმდინარეობს.
დღევანდელ დღის პირველ მატჩში ერთმანეთს მასპინძელი საქართველო და ჩეხეთი დაუპირისპირდნენ.
სტუმრებმა პირველ სეტში საოცრად იასპარეზეს და 25 – 5 იმარჯვეს. მეორე სეტში საქართველომ მოუმატა და სეტის პირველი ნახევარი ძალიან დაძაბულიც იყო, 13 – 13 ის შემდეგ კი, საქართველომ 12 უპასუხო ქულა გაუშვა და 13 – 25 დამარცხდა. მესამე სეტი კი ყველაზე დაძაბული გამოდგა, სადაც ქართველებმა 20 ქულაც მოიპოვეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ჩეხებმა მესამე სეტიც ( 25 – 20 ) მოიგეს და წლევანდელ ევროპის ლიგის გათამაშებაში მეხუთე გამარჯვება მოიპოვეს.
ფოტოები































