
იტალიის ქალაქ ცივიდალე – დელ – ფრიულიმ, ფარიკაობაში, 14 წლამდელთა ევროპის პირველობას უმასპინძლა. აღნიშნულ ტურნირზე საქართველომ ორი ისტორიული მედალი მოიპოვა!
26 ივნისს, კვარცხლბეკზე ასვლა რაპირით მოფარიკავე ლაზარე ჩიტაძემ მოახერხა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 5 – დან 4 შეხვედრა მოიგო და საპლეიოფო გზა 1/32 ფინალიდან დაიწყო. ქართველმა მოფარიკავემ პირველ ბრძოლაში პოლონელი ბორის სკრობაცკი 15 – 14, 1/16 ფინალში მასპინძელი გაბრიელ შიანტარელს 15 – 11, მერვედფინალში იტალიელი ჯაკობო ბელფიორე 15 – 11, ხოლო მეოთხედფინალში თურქი ტუნა ვედათ კარალარი 15 – 10 დაამარცხა, ნახევარფინალში გავიდა და გარანტირებული მედალი დაისაკუთრა.
ჩიტაძე გახდა პირველი ქართველი მოფარიკავე, რომელმაც 14 წლამდელთა ევრო პირველობაზე მედალი მოიპოვა!
ამით ქართული მიღწევები არ დასრულებულა.
27 ივნისს, ტურნირში ჩაერთო დაშნით მოფარიკავე დანიელ ტარასკინი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 6 – დან 6 შეხვედრა მოიგო და ჩიტაძის მსგავსად საპლეიოფო გზა 1/32 ფინალიდან დაიწყო. 1/32 ფინალი ტარასკინმა რუმინელი ანდრეი სტოიკა 15 – 6, 1/16 ფინალში ლუქსემბურგელი რობინ ჟეკერეში 15 – 12, 1/8 ფინალში იტალიელი ჯორჯო სკოლარო 15 – 3, ნახევარფინალში თურქი პოირაზ ნუზუმლაერი 15 – 8, ხოლო ფინალში უნგრელი მეით დეკანი 13 – 6 დაამარცხა და ისტორიული ჩემპიონობა იზეიმა!
შეგახსნებეთ, რომ დანიელ ტარასკინი, 2026 წლის მაისში, 14 წლის ასაკში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონიც გახდა!