თბილისის ოლიმპიური სასახლე სპორტულ კარატეში საქართველოს ღია პირველობას მასპინძლობს.
ახალგაზრდული ტურნირის ფარგლებში თბილისში 17 ქვეყნის წარმომადგენლები იმყოფებიან. მედლებისთვის 600-ზე მეტი სპორტსმენი იბრძვის. შეჯიბრება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია და აქ ნაჩვენები შედეგით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დაკომპლექტდება.
საქართველოს სპორტული კარატეს ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ გამართულ ევროპირველობაზე ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, როგორც ინდუვიდუალურ, ასევე გუნდურ გამოსვლებში. საქართველო ოუფენ 2026 კი დღეს უმცროსი ასაკის კარატისტების გამოსვლით დასრულდება.