167d1393-d514-407e-a149-c66a08e809b0

მძლეოსნობა | გიორგი ბაქრაძის დუბლი

ბათუმში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურფესტივალზე მედლების კომპლექტი 100 მეტრზესპრინტსა და სიგრძეზე ხტომაში პირველივე დღესგათამაშდა.

სპრინტში გოგონათა შორის საკვალიფიკაციოეტაპზევე გამოიკვეთა ფავორიტი – სამეგრელო-ზემოსვანეთის წარმომადგენელი ელიზავეტა კარდანიუკი, რომელმაც ფინალში 100 მეტრი 12,68 წამშიდაფარა და საქართველოს ახალგაზრდულიოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალი მოიგო.

„ძალიან მიხარია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთისრეგიონს ოქრო მოვუტანე. ასეთი ღონისძიებები რაცმეტი ჩატარდება, მით მეტ გამოცდილებას მივიღებთდა უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ“, – აღნიშნაელიზავეტა კარდანიუკმა.

ვაჟთა შორის 100 მეტრი სპრინტი წარმატებულადდაძლია თბილისელმა გიორგი ბაქრაძემ. მან 11,01 წამი დააფიქსირა.

თუმცა გიორგი მხოლოდ ერთ ოქროს არ დასჯერდა, იგი სიგრძეზე ხტომის შეჯიბრებაშიც ჩაერთო და იქაცპირველი იყო – 6,36 მეტრი.

გოგონებშიც საუკეთესო შედეგი თბილისელმა უჩვენა- ყველაზე შორს მარიამ ადამაშვილი გადახტა (4.91 მეტრზე).

ხვალ, 4 ივნისს მძლეოსნობაში შეჯიბრება ორდისციპლინაში გაიმართება: 60 მეტრზე თარჯრბენში(როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში) და შერეულამანათრბენში – 6X60. 

შედეგები

  • სიგრძეზე ხტომა გოგონები:

ოქრო – მარი ადამაშვილი (თბილისი)

ვერცხლი – კატო ჩუბინიძე (თბილისი)

ბრინჯაო – მარიტა ჯალაღონია (იმერეთი)

  • სიგრძეზე ხტომა ბიჭები :

 ოქრო – გიორგი ბაქრაძე (თბილისი)

ვერცხლი – გელა ჩუბუნიძე (იმერეთი)

ბრინჯაო – პაატა ხარებავა (იმერეთი)

  • 100მ  გოგონები:

ოქრო – ლიზა კარდანიუკი (სამეგრელო ზემო სვანეთი)

ვერცხლი – მაიკო მემარნიშვილი (თბილისი)

ბრინჯაო – ანა ჟორჟოლიანი (თბილისი)

  • 100მ ბიჭები:

ოქრო – გიორგი ბაქრაძე (თბილისი)

ვერცხლი – არსენ ლომაშვილი (იმერეთი)

ბრინჯაო – პაატა ხარებავა (იმერეთი)

მსგავსი სიახლეები