GMSTV.GE

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – კრივი

YouTube player

საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, მოკრივეთა ტურნირზე, 5 წონით კატეგორიაში, 10 რეგიონის, 2010-11 წლებში დაბადებული 48 ჭაბუკი გამოდიოდა. მათ შორის 2 ევროპის შარშანდელი ჩემპიონია, რამდენიმე – ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი და 5 – საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული. ამ 5 წონაში ყველა უძლიერესმა მოკრივემ იასპარეზა.

მუხრან ვახტანგაძის სპორტის სასახლეში გათამაშებული 5 ოქროს მედლიდან 2 მოიგო სამეგრელო-ზემო სვანეთმა, თითო – თბილისმა, შიდა ქართლმა და კახეთმა.

52 კილოგრამის ნახევარფინალში, საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა, ახლაქალაქელმა ჟირაირ ჯინისიანმა დამაჯერებლად მოუგო ქვეყნის ჩემპიონს, ვარიანელ ლუკა ქოქაშვილს, მაგრამ ფინალში მას სამივე რაუნდში აჯობა შოთა სიდამონიძემ (კახეთი).

54 კგ. ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა მოსწავლეებში, თბილისელმა ალექსი ახვლედიანმა ფინალში სამივე რაუნდი მოუგო სენაკელ ლევან თეფანიას და ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

57კილოგრამში მშვენიერი ტურნირი ჰქონდა ფოთელ ანდრია მატარაძეს. საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა ნახევარფინალში ევროპის ჩემპიონი დავით ალიხანაშვილი დაამარცხა, ფინალში კი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორს, ვარიანელ ზაზა მდინარიძეს აჯობა.

60 კილოგრამი მოიგო ვარიანელმა ნიკა ხიზანიშვილმა, ვინც ფინალში სამივე რაუნდი მოუგო თბილისელ მირიან ვოლოშინს.

დაძაბული ბრძოლა იყო 63 კილოგრამამდე წონის ფინალში. ევროპის ჩემპიონატის ფინალისტმა, სენაკელმა ალექსი გუნიამ თანაბარ ბრძოლაში აჯობა ახლქალაქელ გრიშა საჰარიანს.

პრიზიორები

52 კგ. 1. შოთა სიდამონიძე (კახეთი), 2. ჟირაირ ჯინისიანი (სამცხე-ჯავახეთი), 3. ლუკა ქოქაშვილი (შიდა ქართლი), დემეტრე ალფენიძე (სამეგრელო-ზემო სვანეთი)

54 კგ. 1. გიორგი ახვლედიანი (თბილისი), 2. ლევან თეფანია (სამეგრელო-ზემო სვანეთი), 3. ვლადიმერ ხვისტანი (იმერეთი), ლუკა ხრუშჩოვი (აჭარა)

57 კგ. 1. ანდრია მატარაძე (სამეგრელო-ზემო სვანეთი), 2. ზაზა მდინარიძე (შიდა ქართლი), 3. ლაშა ფუტკარაძე (აჭარა),  დავით ალიხანაშვილი (თბილისი)

60 კგ. 1. ნიკა ხიზანიშვილი (შიდა ქართლი), 2. მირიან ვოლოშინი (თბილისი), 3. ნარეკ მგდესიანი (სამცხე-ჯავახეთი), დავით ფარტენაძე (აჭარა)

63 კგ. 1. ალექსი გუნია (სამეგრელო-ზემო სვანეთი) 2. გრიშა საჰარიანი (სამცხე-ჯავახეთი), 3.  გიორგი გაფრინდაშვილი (იმერეთი), საბა ხიმშიაშვილი (აჭარა)

მედლები: სამეგრელო-ზემო სვანეთი 2-1-1, შიდა ქართლი 1-1-1, თბილისი 1-1-1, კახეთი 1-0-0, სამცხე-ჯავახეთი 0-2-1, აჭარა 0-0-4, იმერეთი 0-0-2

მსგავსი სიახლეები