2P3A7551.jpg

ძიუდო – ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისის ნაკრებმა მოიგო

დასრულდა ძიუდოისტთა შერეული გუნდური ტურნირი საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც 3 ივნისს ბათუმში, მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში ჩატარდა. პირველი ისტორიული ტურნირის ჩემპიონი თბილისის გუნდი გახდა, რომელმაც დრამატულ ფინალში 0:2 ამოუქაჩა ქვემო ქართლს და 4:2 დაამარცხა. არადა, დედაქალაქელებმა შეხვედრა ერთქულიანი პასივით დაიწყეს – ვერ ჭიდაობდა ხელნატკენი ბარბარე ახვლედიანი (52), რის გამოც კესო სამსიანმა უბრძოლველად მოიპოვა გამარჯვება. ამას ანდრო პაპუნაშვილმა დაუმატა მოგება, თუმცა თბილისელებმა დარჩენილი ოთხივე პაექრობა მოიგეს და ოქროს მედლებიც მოიპოვეს (მწვრთნელები: ნონა მერებაშვილი, გოჩა ხუციშვილი).

ფინალამდე თბილისმა დაამარცხა სამცხე-ჯავახეთი (4:1), კახეთი (4:2) და ნახევარფინალში შიდა ქართლი (4:2.) ქვემო ქართლმა ჯგუფში მოუგო სამეგრელო-ზემო სვანეთს (4:2), რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთს (4:0, ნახევარფინალში კი იმერეთს 4:1 აჯობა.

ბრინჯაოს პრიზიორები შიდა ქართლი და იმერეთი გახდნენ. შიდა ქართლელებმა ბრინჯაოსთვის პაექრობაში სამეგრელო-ზემო სვანეთს 4:2 მოუგეს, იმერლებმა კი დრამატულ პაექრობაში დამატებით შეხვედრაში 4:3 სძლიეს აფხაზეთს. ამ პაექრობაში 6-დან 3-მა იმერელმა მიიღო ტრავმა. ორმა იმდენად მძიმეც, რომ ასპარეზობა ვეღარ გააგრძელეს – დავით ზაქარეიშვილმა (73) და მარიამ გორგოძემ (63), ხოლო ლიკა შალამბერიძის (+63) ტრავმა შედარებით მსუბუქი იყო. გორგოძე სულაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა კლინიკაში. როცა ძირითადი დრო 3:3 დასრულდა და საქმე ლოტოტრონამდე მივიდა, იმერელთა თავკაც გიორგი თუთაშვილს 6-დან 4 შეგირდი გუნდში და იმ 2 წონიდან რომელიმე რომ ამოსულიყო, მეტოქე უბრძოლველად მოიპოვებდა გამარჯვებას. თუმცა ფორტუნამ იმერლები აშკარად დაინდო და ბიჭების მძიმე წონა – +73 კილოგრამი ამოვიდა, სადაც აფხაზეთს ჰყავდა ტრავმირებული დემეტრე ხურცილავა. მან ხელი 50-დე წუთით ადრე ლაშა გურეშიძესთან შეხვედრაში იტკინა მეტოქის მტკივნეულზე. გურეშიძემ მეორედაც ადვილად დაამარცხა მტკივნეულით და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

I ადგილი:

 თბილისი

52 კგ. ბარბარე ახვლედიანი

60 კგ. გიორგი ადუაშვილი

63. ბარბარე კოზმანაშვილი

73 კგ. დავით თვალიაშვილი

+63 კგ. მარიამ მწყერაშვილი

+73 კგ. თორნიკე კოპალიანი

II ადგილი:

ქვემო ქართლი

52 კგ. კესო სამსიანი

60 კგ. ანდრო პაპუნაშვილი

63 კგ. ლიზა სამსიანი

73 კგ. ბაჩო გიგანი

+63 კგ. ლიზა დავაძე

+73 კგ. ნიკოლოზ ძიძიკაშვილი

III ადგილი

ქვემო ქართლი

52 კგ. ქეთევან ივანიძე

60 კგ. ლაშა სეხნიაშვილი

63 კგ. ქრისტინა მაზანაშვილი

73 კგ. გიგა ბუზალაძე

+63 კგ. მართა ფსუტური

+73 კგ. ბექა გოგლიძე

იმერეთი

52 კგ. მარიამ მასხარაშვილი

60 კგ. თომა ტყემალაძე

63 კგ. მარიამ გორგოძე

73 კგ. დავით ზაქარეიშვილი

+63 კგ. ლიკა შალამბერიძე

+73 კგ. ლაშა გურეშიძე

ფოტოები

მსგავსი სიახლეები