WhatsApp Image 2026-06-04 at 16.20.07

ბაქრაძის მესამე ოქრო

საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს რეკორდსმენი ჰყავს – თბილისელმა სპორტსმენმა გიორგი ბაქრაძემ მძლეოსნობაში მესამე ოქროს მედალი მოიპოვა.

მან თბილისის გუნდთან ერთად დღეს 60 მეტრზე შერეულ ესტაფეტაში მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონობა არავის დაუთმო.

წინა დღისით კი გიორგიმ 100 მეტრზე სპრინტი და სიგრძეზე ხტომა მოიგო.

60 მეტრზე შერეულ ესტაფეტაში თბილისის შემდეგ მეორე ადგილი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნდმა დაიკავა,  ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე ქვემო ქართლი გავიდა.

„ეს ოლიმპიადა ჩემთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. მიხარია, რომ თბილისს მედლები მოვუტანე. მსგავსი შეჯიბრებები მეტ სტიმულს გვაძლევს ახალგაზრდებს და მეტი მონდომებით ვემზადებით“, – აღნიშნა გიორგი ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები