2P3A8046

კრივი – ათივე ფინალისტი ცნობილია

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოკრივეთა ტურნირზე ფინალისტების ვინაობა გაირკვა. შეჯიბრება 5 წონით კატეგორიაში იმართება.

52 კილოგრამში საქაართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა, ჟირაირ ჯინისიანმა (სამცხე-ჯავახეთი) პირველი ორი რაუნდი 4-1 მოუგო საქართველოს ჩემპიონ ლუკა ქოქაშვილს (შიდა ქართლი). მესამეში ქოქაშვილმა ტრავმა მიიღო და ბრძოლა ვერ გააგრძელა. ფინალში ჯინისიანი შეხვდება კახელ შოთა სიდამონიძეს, რომელმაც პირველი წაგებული რაუნდის შემდეგ ორი რაუნდი მოუგო დემეტრე ალფენიძეს (სამეგრელო-ზემო სვანეთი).

54 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონს, ლევან თეფანიას (სამეგრელო-ზემო სვანეთი) ორი რაუნდის შემდეგ მინიმალური უპირატესობა ჰქონდა იმერელ ვლად ხვისტანთან და მესამეში საქმე ბოლომდე მიიყვანა. ევროპის ჩემპიონმა გიორგი ახვლედიანმა (თბილისი) 5-0 მოუგო აჭარელ ლუკა ხრუშჩოვს.

57 კილოგრამი. ევროპის ჩემპიონატის პრიზიორმა, შიდაქართლელმა ზაზა მდინარიძემ აჭარელ ლაშა ფუტკარაძეს სამივე რაუნდი მოუგო. ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ბრძოლა გაიმართა ევროპის ჩემპიონ დავით ალიხანაშვილსა (თბილისი) და ანდრია მატარაძეს (სამეგრელო-ზემო სვანეთი) შორის. ორი რაუნდის შემდეგ ხუთივე მსაჯთან ანგარიში თანაბარი იყო (19-19), მესამეში კი გადამწყვეტი უპირატესობა მატარაძემ მოიპოვა.

60 კგ.  თბილისელმა მირინ ვოლოშინმა დაამრცხა სამცხე-ჯავახეთელი  ნარეკ მგდესიანი, ხოლო საქართველოს ჩემპიონმა, შიდაქართლელმა ნიკა ხიზანიშვილმა აჯობა აჭარელ დავით ფარტენაძეს.

63 კგ.  გრიშა საჰარიანმა (სამცხე-ჯავახეთი) დაამარცხა იმერელი გიორგი გაფრინდაშვილი, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტმა ალექსი გუნიამ (სამეგრელო-ზემო სვანეთი) თანაბარი პირველი რაუნდის შემდეგ აჯობა აჭარელ საბა ხიმშიაშვილს.

ყველაზე მეტი, 3 ფინალისტი ჰყავს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს (1 ბრინჯაოს მედალი), სამცხე-ჯავახეთის, თბილისისა და შიდა ქართლის შედეგია ორ-ორი ფინალისტი და თითო ბრინჯაოს მედალი, ერთი ფინალისტი ჰყავს კახეთს. ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა ტურნირი აჭარამ, 2 ბრინჯაოთი – იმერეთმა.

5 ივნისს, 12 საათიდან,  მუხრან ვახტანგაძის სპორტის სასახლეში ფინალური ორთაბრძოლები გაიმრთება,

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბათუმში.

კრივი. მესამე დღე, 4 ივნისი, 1/2 ფინალი

52 კგ. ჟირაირ ჯინისიანი (სამცხე-ჯავახეთი) – ლუკა ქოქაშვილი (შიდა ქართლი) RSCI-3

შოთა სიდამონიძე (კახეთი) – დემეტრე ალფენიძე (სამეგრელო-ზემო სვანეთი) 3-2

54 კგ. ლევან თეფანია (სამეგრელო-ზემო სვანეთი) – ვლადიმერ ხვისტანი (იმერეთი) 4-1

გიორგი ახვლედიანი (თბილისი) – ლუკა ხრუშჩოვი (აჭარა) 5-0

57 კგ. ზაზა მდინარიძე (შიდა ქართლი) – ლაშა ფუტკარაძე (აჭარა) 5-0

ანდრია მატარაძე (სამეგრელო-ზემო სვანეთი) – დავით ალიხანაშვილი (თბილისი) 5-0

60 კგ. მირიან ვოლოშინი (თბილისი) – ნარეკ მგდესიანი (სამცხე-ჯავახეთი)  5-0

ნიკა ხიზანიშვილი (შიდა ქართლი) – დავით ფარტენაძე (აჭარა) 5-0

63 კგ. გრიშა საჰარიანი (სამცხე-ჯავახეთი) – გიორგი გაფრინდაშვილი (იმერეთი) 4-1

ალექსი გუნია (სამეგრელო-ზემო სვანეთი) – საბა ხიმშიაშვილი (აჭარა) 5-0

5 ივნისი, 12:00 ფინალი:

52 კგ. ჯინისიანი – სიდამონიძე

54 კგ. თეფანია – ახვლედიანი

57 კგ. მდინარიძე –  მატარაძე

60 კგ. ვოლოშინი –  ხიზანიშვილი

63 კგ. საჰარიანი – გუნია

ფოტოები

მსგავსი სიახლეები