საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოკრივეთა ტურნირზი დღეს ნახევარფინალები დაკომპლექტდა.
შეჯიბრება 5 წონით კატეგორიაში იმართება. 52 კილოგრამში სქაართველოს ჩემპიონმა, შიდაქართლელმა ლუკა ქოქაშვილმა მესამე რაუნდში გარდატეხა ბრძოლა მცხეთა-მთიანეთელ გიორგი ცქიტიშვილთან, 3-2. ნახევარფინალში მისი მეტოქე იქნება სამცხე-ჯავახეთელი ჟირაირ ჯინისიანი, ვინც ასევე მძიმე ბრძოლაში მოუგო თბილისელ ნიკა მამუკაშვილს, 3-2. მეორე წყვილია შოთა სიდამონიძე (კახეთი) – დემეტრე ალფენიძე (სამეგრელო-ზემო სვანეთი).
54 კილოგრამში ბრძოლას აგრძელებენ საქართველოს ჩემპიონი ლევან თეფანია (სამეგრელო-ზემო სვანეთი), ვლადიმერ ხვისტანი (იმერეთი), ევროპის ჩემპიონი გიორგი ახვლედიანი (თბილისი) და აჭარელი ლუკა ხრუშჩოვი.
ფინალური ოთხეული 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასეთია: საქართველოს ჩემპიონი ზაზა მდინარიძე (შიდა ქართლი), აჭარელი ლაშა ფუტკარაძე, კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონი, დავით ალიხანაშვილი (თბილისი) და ანდრია მატარაძე (სამეგრელო-ზემო სვანეთი).
60 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონმა, ნიკა ხიზანიშვილი (შიდა ქართლი) მეორე რაუნდში დაამარცხა ლაშა-გიორგი ჭარაული (მცხეთა-მთიანეთი). ნახევარფინალში მისი მეტოქე იქნება აჭარელი დავით ფარტენაძე. მეორე წყვილი ასეთია: მირიან ვოლოშინი (თბილისი) – ნარეკ მგდესიანი (სამცხე-ჯავახეთი).
63 კილოში ევროპის ჩემპიონატის ფინალისტმა ალექსი გუნიამ (სამეგრელო-ზემო სვანეთი) დაამარცხა ნიკოლოზ ყიასაშვილი (კახეთი) და ხვალ შეხვდება აჭარელ საბა ხიმშიაშვილს. ფინალის მეორე საგზურისთვის იბრძოლებენ გიორგი გაფრინდაშვილი (იმერეთი) და გრიშა საჰარიანი (სამცხე-ჯავახეთი).
ჩემპიონობისთვის ბრძოლას 7 რეგიონის მოკრივეები აგრძელებენ. ნახევარფინალში 4-4 კაცი ეყოლებათ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარას, 3-3 – თბილისს, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლს, 2 იმერეთს, 1 – კახეთს.
4 ივნისს, 12 საათიდან, მუხრან ვახტანგაძის სპორტის სასახლეში ნახევარფინალებია, 5 ივნისს – ფინალური ორთაბრძოლები..
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბათუმში.
კრივი. მეორე დღე, 3 ივნისი, 1/4 ფინალი
52 კგ. ლუკა ქოქაშვილი (შიდა ქართლი) – გიორგი ცქიტიშვილი (მცხეთა-მთიანეთი) 3-2
ჟირაირ ჯინისიანი (სამცხე-ჯავახეთი) – ნიკა მამუკაშვილი (თბილისი) 3-2
შოთა სიდამონიძე (კახეთი) – არჩილ ნინიაშვილი (ქვემო ქართლი) 5-0
დემეტრე ალფენიძე (სამეგრელო-ზემო სვანეთი) – ავთო კომახიძე (აჭარა) 4-1
54 კგ. ლევან თეფანია (სამეგრელო-ზემო სვანეთი) – გიორგი ჩიდრაშვილი (კახეთი) 5-0
ვლადიმერ ხვისტანი (იმერეთი) – დიმიტრი ტაბატაძე (ქვემო ქართლი) 5-0
გიორგი ახვლედიანი (თბილისი) – საბა მიდელაშვილი (მცხეთა-მთიანეთი) RSC1
ლუკა ხრუშჩოვი (აჭარა) – ვალერი ახალკაცი (შიდა ქართლი) 4-1
57 კგ. ზაზა მდინარიძე (შიდა ქართლი) – ედიკ ჰამაზარიანი (სამცხე-ჯავახეთი) 5-0
ლაშა ფუტკარაძე (აჭარა) – გიორგი ინაშვილი (კახეთი) 5-0
დავით ალიხანაშვილი (თბილისი) – ბექა ბექაური (ქვემო ქართლი) 5-0
ანდრია მატარაძე (სამეგრელო-ზემო სვანეთი) – ნიკოლოზ ათაშვილი (მცხეთა-მთიანეთი) w/o
60 კგ. მირიან ვოლოშინი (თბილისი) – ლაშა შეთეკაური (კახეთი) RSC2
ნარეკ მგდესიანი (სამცხე-ჯავახეთი) – დიმიტრი მუშკუდიანი (ქვემო ქართლი) 5-0
ნიკა ხიზანიშვილი (შიდა ქართლი) – ლაშა-გიორგი ჭარაული (მცხეთა-მთიანეთი) RSC2
დავით ფარტენაძე (აჭარა) – ნიკა ქორთუა (იმერეთი) 5-0
63 კგ. გიორგი გაფრინდაშვილი (იმერეთი) – დავით ამირხანაშვილი (მცხეთა-მთიანეთი) RSC1
გრიშა საჰარიანი (სამცხე-ჯავახეთი) – იოანე ხარშილაძე (ქვემო ქართლი) 5-0
ალექსი გუნია (სამეგრელო-ზემო სვანეთი) – ნიკოლოზ ყიასაშვილი (კახეთი) 5-0
საბა ხიმშიაშვილი (აჭარა) – ნიკოლოზ ნაცვლიშვილი (შიდა ქართლი) DSQ3
4 ივნისს, 12 საათიდან, ნახევარფინალი:
52 კგ. ქოქაშვილი – ჯინისიანი, სიდამონიძე – ალფენიძე
54 კგ. თეფანია – ხვისტანი, ახვლედიანი – ხრუშჩოვი
57 კგ. მდინარიძე – ფუტკარაძე, ალიხანაშვილი – მატარაძე
60 კგ. ვოლოშინი – მგდესიანი, ხიზანიშვილი – ფარტენაძე
63 კგ. გაფრინდაშვილი – საჰარიანი, გუნია – ხიმშიაშვილი