ბათუმში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურფესტივალზე მედლების კომპლექტი 100 მეტრზესპრინტსა და სიგრძეზე ხტომაში პირველივე დღესგათამაშდა.
სპრინტში გოგონათა შორის საკვალიფიკაციოეტაპზევე გამოიკვეთა ფავორიტი – სამეგრელო-ზემოსვანეთის წარმომადგენელი ელიზავეტა კარდანიუკი, რომელმაც ფინალში 100 მეტრი 12,68 წამშიდაფარა და საქართველოს ახალგაზრდულიოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალი მოიგო.
„ძალიან მიხარია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთისრეგიონს ოქრო მოვუტანე. ასეთი ღონისძიებები რაცმეტი ჩატარდება, მით მეტ გამოცდილებას მივიღებთდა უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ“, – აღნიშნაელიზავეტა კარდანიუკმა.
ვაჟთა შორის 100 მეტრი სპრინტი წარმატებულადდაძლია თბილისელმა გიორგი ბაქრაძემ. მან 11,01 წამი დააფიქსირა.
თუმცა გიორგი მხოლოდ ერთ ოქროს არ დასჯერდა, იგი სიგრძეზე ხტომის შეჯიბრებაშიც ჩაერთო და იქაცპირველი იყო – 6,36 მეტრი.
გოგონებშიც საუკეთესო შედეგი თბილისელმა უჩვენა- ყველაზე შორს მარიამ ადამაშვილი გადახტა (4.91 მეტრზე).
ოლიმპიადის პირველი დღის შემდეგ რეგიონებშიპირველ ადგილზეა თბილისი…
1. თბილისი – 109 ქულა.
2. იმერეთი – 95 ქულა.
3. გურია – 66 ქულა.
4. სამეგრელო – 65 ქულა.
5. აჭარა – 64 ქულა.
6. სამცხე ჯავახეთი – 44 ქულა.
ხვალ, 4 ივნისს მძლეოსნობაში შეჯიბრება ორდისციპლინაში გაიმართება: 60 მეტრზე თარჯრბენში(როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში) და შერეულამანათრბენში – 6X60.