IMG_9107.JPG

ქვიშის ჭიდაობა – ოთხი ოქრო შიდა ქართლში

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველი სატურნირო დღე დილის 10 საათიდან ქვიშის ჭიდაობით გაიხსნა. მონაწილეობას 72 სპორტსმენი 6 წონით კატეგორიაში იღებდა ( 45/50/55/60/65/75 კგ). სპორტსმენებმა დაბალი წონიდანვე არაჩვეულებრივი სანახაობა შემოგვთავაზეს და ულამაზესი გდებებიც ვნახეთ.

ჭიდაობის ამ გამორჩეულ სახეობაში პირველი მედლების კომპლექტი ყველაზე დაბალ, 45კგ წონით კატეგორიაში გათამაშდა. ბრინჯაოს მედალი შიდა ქართლის წარმომადგენელ თორნიკე დვალიშვილს ერგო, ხოლო ოქროს მედლისთვის ბრძოლა მცხეთელ გიორგი კობიაშვილსა და ქვემო ქართლელ ირაკლი გაბელიას შორის შედგა. საინტერესო ფინალში გამარჯვებული ირაკლი გაბელია გახდა და სწორედ ამ შედეგით გავხსენით პირველი მედლების კომპლექტი ქვიშის ჭიდაობაში.

მომდევნო ბრინჯაოს მედალი 50კგ კატეგორიაში ადგილობრივ, აჭარელ ნიკოლოზ ზოიძეს ერგო, ოქროს მედალი კი ქართლელებს შორის გათამაშდა. შიდა ქართლელმა მოჭიდავემ გიორგი გოგალაძემ მოახერხა და დაამარცხა ქვემო ქართლელი ჯაბა მურადაშვილი.

არანაკლები სანახაობა გვქონდა 55კგ კატეგორიის მედლების გათამაშებისასაც, სადაც ქვემო ქართლელმა მათე ბადრაკიშვილმა მესამე ადგილი დაიკავა, იმერელმა საბა იობიძემ მეორე ადგილის დაკავება, ხოლო ოქროს მედალი საბას ნამდვილ ბრძოლაში მოუგო შიდა ქართლელმა ნიკოლოზ ტარუაშვილმა.

60კგ-ში ბევრი „ჩელეჯისა“ და დაძაბულობის შემდგომ მედლები ასე გადანაწილდა: ბრინჯაოს მედალი ერგო აჭარელ გოგა მახარაძეს, ვერცხლის მედალი გურულ გაბრიელ ბერძენიშვილს ხოლო კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური შიდა ქართლელმა თორნიკე ბასიშვილმა დაიკავა.

65კგ კატეგორიაში მედლები სპორტსმენებმა არანაკლები დაძაბულობის ფონზე გაინაწილეს. აქ კვარცხლბეკის საფეხურები ასე ერგოთ მოჭიდავეებს: მესამე ადგილი ქვემო ქართლის წარმომადგენელ გიორგი თევზაძეს ერგო, მეორე ადგილი აჭარელმა გიორგი სოლომონიძემ დაიკავა ხოლო გამარჯვებულის ჯილდო შიდა ქართლელმა მიხეილ მაყიშვილმა დაიმსახურა.

დღევანდელი საჭიდაო დღე კი 75კგ კატეგორიით დავხურეთ, სადაც განსაკუთრებით დაძაბული ორთაბრძოლები გვქონდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში შიდა ქართლელმა დავით რაზმაძემ იმარჯვა, ვერცხლის მედალი ქვემო ქართლელ რატი ნიაზაშვილს ერგო ხოლო დღის ბოლო ოქროს მედალი ქვიშის ჭიდაობაში ადგილობრივ, აჭარელ ხვიჩა ბერიძეს ერგო.

უაღრესად დამაინტრიგებელი შედეგების შემდგომ ჭიდაობის ქართულ სახეობას ხვალ, 4 ივნისს, 12:00-ზე დავიწყებთ და დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის გავარკვევთ 18 მედლის მფლობელს.

ქვიშის ჭიდაობა

  • 45კგ

1.  ირაკლი გაბელია (ქვემო ქართლი)

2.  გიორგი კობიაშვილი (მცხეთა)

3.  თორნიკე დვალიშვილი (შიდა ქართლი)

  • 50კგ

1.  გიორგი გოგალაძე (შიდა ქართლი)

2.  ჯაბა მურადაშვილი (ქვემო ქართლი)

3.  ნიკოლოზ ზოიძე (აჭარა)

  • 55კგ

1.  ნიკოლოზ ტარუაშვილი (შიდა ქართლი)

2.  საბა იობიძე (იმერეთი)

3.  მათე ბადრაკიშვილი (ქვემო ქართლი)

  • 60კგ

1.  თორნიკე ბასიშვილი (შიდა ქართლი)

2.  გაბრიელ ბერძნიშვილი (გურია)

3.  გოგა მახარაძე (აჭარა)

  • 65კგ

1.  მიხეილ მაყიშვილი (შიდა ქართლი)

2.  გიორგი სოლომონიძე (აჭარა)

3.  გიორგი თევზაძე (ქვემო ქართლი)

  • 75კგ

1.  ხვიჩა ბერიძე (აჭარა)

2.  რატი ნიაზაშვილი (ქვემო ქართლი)

3. დავითი რაზმაძე (შიდა ქართლი)

მსგავსი სიახლეები