ჩოგბურთი.jpg (1)

ჩოგბურთელები ოქროებს მიუახლოვდნენ

ბათუმის ბულვარის კორტებზე საჩოგბურთო ტურნირი მიმდინარეობს. ვაჟთა შორის ერთეულებში გამოვლინდა ნახევარფინალური წყვილები: სუთიაშვილი VS ჩიგოგიძე, სალუქვაძე VS ნასრაშვილი.

ქალთა ერთეულებშიც გაირკვა ნახევარფინალის მონაწილეები: აგუმავა VS გუგუშვილი, არსენიძე VS ფუტკარაძე.

ქალთა შორის წყვილების ნახევარფინალში გუგუშვილი-ტვილდიანის წყვილმა დაამარცხა ფუტკარაძე-ჯინჭარაძის დუეტი და ფინალის საგზური მოიპოვა. იქ კი ბაიაშვილი-იაგორაშვილის წყვილს შეხვდება, რომელმაც მამალაძე-ხარაბაძის წყვილს სძლია.

ასევე ცნობილია ფინალისტები ვაჟთა შორის წყვილთა თანრიგში: სუთიაშვილი/ჩიგოგიძე VS სალუქვაძე/გოგიტიძე.

მსგავსი სიახლეები