IMG_1549.JPG

მოკრივეთა ტურნირზე ოთხეულები გაირკვა

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოკრივეთა ტურნირზი დღეს ნახევარფინალები დაკომპლექტდა.

შეჯიბრება 5 წონით კატეგორიაში იმართება. 52 კილოგრამში სქაართველოს ჩემპიონმა, შიდაქართლელმა ლუკა ქოქაშვილმა მესამე რაუნდში გარდატეხა ბრძოლა მცხეთა-მთიანეთელ გიორგი ცქიტიშვილთან, 3-2. ნახევარფინალში მისი მეტოქე იქნება სამცხე-ჯავახეთელი ჟირაირ ჯინისიანი, ვინც ასევე მძიმე ბრძოლაში მოუგო თბილისელ ნიკა მამუკაშვილს, 3-2. მეორე წყვილია შოთა სიდამონიძე (კახეთი) – დემეტრე ალფენიძე (სამეგრელო-ზემო სვანეთი).

54 კილოგრამში ბრძოლას აგრძელებენ საქართველოს ჩემპიონი ლევან თეფანია (სამეგრელო-ზემო სვანეთი), ვლადიმერ ხვისტანი (იმერეთი), ევროპის ჩემპიონი გიორგი ახვლედიანი (თბილისი) და აჭარელი ლუკა ხრუშჩოვი.

ფინალური ოთხეული 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასეთია: საქართველოს ჩემპიონი ზაზა მდინარიძე (შიდა ქართლი), აჭარელი  ლაშა ფუტკარაძე, კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონი, დავით ალიხანაშვილი (თბილისი) და ანდრია მატარაძე (სამეგრელო-ზემო სვანეთი).

60 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონმა, ნიკა ხიზანიშვილი (შიდა ქართლი) მეორე რაუნდში დაამარცხა  ლაშა-გიორგი ჭარაული (მცხეთა-მთიანეთი). ნახევარფინალში მისი მეტოქე იქნება აჭარელი დავით ფარტენაძე. მეორე წყვილი ასეთია: მირიან ვოლოშინი (თბილისი) –  ნარეკ მგდესიანი (სამცხე-ჯავახეთი).

63 კილოში ევროპის ჩემპიონატის ფინალისტმა ალექსი გუნიამ (სამეგრელო-ზემო სვანეთი) დაამარცხა  ნიკოლოზ ყიასაშვილი (კახეთი) და ხვალ შეხვდება აჭარელ საბა ხიმშიაშვილს. ფინალის მეორე საგზურისთვის იბრძოლებენ გიორგი გაფრინდაშვილი (იმერეთი) და გრიშა საჰარიანი (სამცხე-ჯავახეთი).

ჩემპიონობისთვის ბრძოლას 7 რეგიონის მოკრივეები აგრძელებენ. ნახევარფინალში 4-4 კაცი ეყოლებათ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარას, 3-3 – თბილისს, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლს, 2 იმერეთს, 1 – კახეთს.

4 ივნისს, 12 საათიდან,  მუხრან ვახტანგაძის სპორტის სასახლეში ნახევარფინალებია, 5 ივნისს – ფინალური ორთაბრძოლები..

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბათუმში.

კრივი. მეორე დღე, 3 ივნისი, 1/4 ფინალი

52 კგ. ლუკა ქოქაშვილი (შიდა ქართლი) – გიორგი ცქიტიშვილი (მცხეთა-მთიანეთი) 3-2

ჟირაირ ჯინისიანი (სამცხე-ჯავახეთი) – ნიკა მამუკაშვილი (თბილისი) 3-2

შოთა სიდამონიძე (კახეთი) – არჩილ ნინიაშვილი (ქვემო ქართლი) 5-0

დემეტრე ალფენიძე (სამეგრელო-ზემო სვანეთი) – ავთო კომახიძე (აჭარა) 4-1

54 კგ. ლევან თეფანია (სამეგრელო-ზემო სვანეთი) – გიორგი ჩიდრაშვილი (კახეთი) 5-0

ვლადიმერ ხვისტანი (იმერეთი) – დიმიტრი ტაბატაძე (ქვემო ქართლი) 5-0

გიორგი ახვლედიანი (თბილისი) – საბა მიდელაშვილი (მცხეთა-მთიანეთი) RSC1

ლუკა ხრუშჩოვი (აჭარა) – ვალერი ახალკაცი (შიდა ქართლი) 4-1

57 კგ. ზაზა მდინარიძე (შიდა ქართლი) – ედიკ ჰამაზარიანი (სამცხე-ჯავახეთი) 5-0

ლაშა ფუტკარაძე (აჭარა) – გიორგი ინაშვილი (კახეთი) 5-0

დავით ალიხანაშვილი (თბილისი) – ბექა ბექაური (ქვემო ქართლი) 5-0

ანდრია მატარაძე (სამეგრელო-ზემო სვანეთი) – ნიკოლოზ ათაშვილი (მცხეთა-მთიანეთი) w/o

60 კგ. მირიან ვოლოშინი (თბილისი) – ლაშა შეთეკაური (კახეთი) RSC2

ნარეკ მგდესიანი (სამცხე-ჯავახეთი) – დიმიტრი მუშკუდიანი (ქვემო ქართლი) 5-0

ნიკა ხიზანიშვილი (შიდა ქართლი) – ლაშა-გიორგი ჭარაული (მცხეთა-მთიანეთი) RSC2

დავით ფარტენაძე (აჭარა) – ნიკა ქორთუა (იმერეთი) 5-0

63 კგ. გიორგი გაფრინდაშვილი (იმერეთი) – დავით ამირხანაშვილი (მცხეთა-მთიანეთი) RSC1

გრიშა საჰარიანი (სამცხე-ჯავახეთი) – იოანე ხარშილაძე (ქვემო ქართლი) 5-0

ალექსი გუნია (სამეგრელო-ზემო სვანეთი) – ნიკოლოზ ყიასაშვილი (კახეთი) 5-0

საბა ხიმშიაშვილი (აჭარა) – ნიკოლოზ ნაცვლიშვილი (შიდა ქართლი) DSQ3

4 ივნისს, 12 საათიდან, ნახევარფინალი:

52 კგ. ქოქაშვილი – ჯინისიანი, სიდამონიძე  – ალფენიძე

54 კგ. თეფანია – ხვისტანი, ახვლედიანი – ხრუშჩოვი

57 კგ. მდინარიძე –  ფუტკარაძე, ალიხანაშვილი – მატარაძე

60 კგ. ვოლოშინი –  მგდესიანი,  ხიზანიშვილი – ფარტენაძე

63 კგ. გაფრინდაშვილი – საჰარიანი, გუნია – ხიმშიაშვილი

მსგავსი სიახლეები