თბილისში ფრენბურთი გრძელდება.
20 ივნისის პირველი მატჩი მამაკაცებს შორის გაიმართა. სტუმარი ქვეყნები, ჩეხეთი და ესპანეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამ ტურამე, ლიგის ფაზაში, ესპანეთი მეორე, ხოლო ჩეხეთი მესამე ადგილს იკავებდა, გამომდინარე იქიდან, რომ ესპანელებს ერთით მეტი მატჩი ჰქონდათ ჩატარებული, 19 ივნისს, საქართველოსთან. საქართველოსა და ჩეხეთს შორის დაპირისპირება ხვალ, 16:00 საათზე გაიმართება.
ჩეხებმა პირველი სეტი 25 – 18 იმარჯვეს. ეს ერთადერთი სეტი იყო, რომელშიც ესპანეთმა 20 ქულიან ზღვარს ვერ გადააცილა. ნომინალურმა სტუმრებმა მეორე სეტიც დათმეს, ამჯერად 25 – 20, მესამე სეტში კი ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, 25 – 22 იმარჯვეს სეტებს შორის ანგარიში 2 – 1 გახადეს. ამის შემდეგ კი დასკვნითი და ყველაზე დაძაბული სეტიც ვიხილეთ, რომელშიც, რიგ მომენტებში, ესპანეთი სამი ქულითაც იყო წინ, მაგრამ, საბოლოოდ, ამავე სხვაობით იმარჯვეს ჩეხებმა, 25 – 22 და 2026 ევროპის ლიგის გათამაშებაში, ხუთი ტურის შემდეგ, მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს, რითაც მეორე ადგილზე გადავიდნენ.
როგორც აღვნიშნეთ, მეხუთე გამარჯვებისთვის ჩეხები საქართველოს ხვალ, 16:00 საათზე დაუპირისპირდებიან. ჩვენი ბიჭები კი წლევანდელი წლის პირველი გამარჯვებისთვის გამოვლენ ასპარეზზე.
ფოტოები






























































