IMG_9704

სლოვაკეთი კვლავ დაუმარცხებელია!

ფრენბურთის ევროპის ლიგის 2026 წლის გათამაშებაში, სლოვაკეთი და ბოსნია – ჰერცოგოვინა ერთმანეთს საქართველოში, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაუპირისპირდნენ. თამაშს დაუმარცხებელი გუნდის სტატუსით შეხვდა სლოვაკეთი, ბოსნია – ჰერცოგოვინელებს კი, ექვსი მატჩის შემდეგ, 4 გამარჯვება ჰქონდათ.

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული გამოდგა და პირველი სეტი ბოსნია – ჰერცოგოვინას გამარჯვებითაც კი დასრულდა, 25 – 23.

ამის შემდეგ სლოვაკეთმა მოუმატა, მიჯრით სამი სეტი მოიგო (1. 25 – 22 / 2. 25 – 19 / 3. 25 – 23) და წლევანდელ გათამაშებაში დაუმარცხებელი გუნდის სტატუსი კვლავ შეინარჩუნა.

სლოვაკეთი შემდეგ მატჩს ხვალ, 19:00 საათზე, მასპინძელ საქართველოსთან გამართავს. ბოსნია – ჰერცოგოვინამ კი თბილისური ტურნე ერთი მოგებითა (საქართველოსთან) და ერთი მარცხით (სლოვაკეთთან) დაასრულა.

ფოტოები

მსგავსი სიახლეები