GMSTV.GE

გორში, გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, მეთხუთმეტედ გაიმართება!

YouTube player

15 – დან 18 ივნისის ჩათვლით, გორის სპორტის სასახლეში , გიორგი კანდელაკის სახელობის რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ხუთი ქვეყნის საუკეთესო 17 წლამდე მოკრივეები მიიღებენ!

საქართველოსთან ერთად, ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, სომხეთი და ისრაელი.

გიორგი კანდელაკი ქართული კრივის ისტორიაში ერთ – ერთი გამორჩეული სპორტსმენია. გორელი მოკრივე კრივში ერთადერთი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია!

პირდაპირ რეპორტაჟს იხილავთ GMS TV – ის ყველა პლატფორმაზე!

მსგავსი სიახლეები