ჩოგბურთი

ჩოგბურთში ჩემპიონების ვინაობა დღეს გაირკვევა

ბათუმში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ჩოგბურთში საჩემპიონო მატჩები შეჯიბრების ბოლო დღეს, 5 ივნისს ჩატარდება.

ქალთა შორის წყვილებში ფინალში ითამაშებენ გუგუშვილი/ტვილდიანი და მამალაძე/ხარაბაძე. ბრინჯაოს მედლებისთვის ფუტკარაძე/ჯინჭარაძე და ბაიაშვილი/იაგორაშვილი ითამაშებენ.

ქალთა ერთეულებში ნახევარფინალში გუგუშვილმა აგუმავას სძლია, ხოლო ტვილდიანმა – მამალაძეს. გამარჯვებულები ფინალში ითამაშებენ, დამარცხებულები – ბრინჯაოსთვის.

ვაჟებში საჩემპიონო შეხვედრას ჩაატარებენ სუთიაშვილი/ჩიგოგიძისა და ტიკტოპულო/თარმანაშვილის წყვილები. მესამე ადგილისთვის – სალუქვაძე/გოგიტიძე და ხოსროშვილი/ხოსროშვილი (ძმები).

ერთეულების ფინალში ითამაშებენ სუთიაშვილი და ტიკტოპულო, მესამე ადგილისთვის – ჩაჩუა და ჩიგოგიძე.

მსგავსი სიახლეები