ბათუმის ბულვარში დასრულდა ორდღიანი ტურნირი ფეხბურთში, როგორც ვაჟთა ასევე ქალთა შორის.
ვაჟთა ფინალში მაღალი დონის ფეხბურთი უჩვენა აჭარამ, რომელმაც 6:0 დაამარცხა აფხაზეთი. მესამე ადგილზე მცხეთა-მთიანეთი გავიდა.
ჩემპიონები ვაჟთა შორის: ნიკოლოზ კაიკაციშვილი, გეგა ბერიძე, სანდრო დიასამიძე, ნიკოლოზ როგავა, ირაკლი კვაჭაძე, სანდრო გოგაძე, ცოტნე ვაშაყმაძე, ნიკოლოზ ჯიჯავაძე. მთავარი მწვრთნელი: ლევან ნადარაია, ასისტენტი: გიორგი კახიანი.
გოგონების ფინალში იმერეთმა კახეთს 3:0 სძლია და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი გახდა. ბრინჯაო აჭარას დარჩა.
ჩემპიონები ქალთა შორის: ბარბარე მანაგაძე, თამარ მარუაშვილი, ნინი ჯანელიძე, ანასტასია ხანთაძე, ანასტასია ჩიხლაძე, მარიამ ბზიკაძე, ელენე თვალჭრელიძე. მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ რევიშვილი.
ვაჟები
1. აჭარა
2. აფხაზეთი
3. მცხეთა-მთიანეთი
გოგონები
1. იმერეთი
2. კახეთი
3. აჭარა