საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, 4 ივნისს, მაყურებელმა ოთხი მატჩი იხილა და ფინალური წყვილიც გაირკვა. ჩემპიონობისთვის ერთმანეთს თბილისი და იმერეთი დაუპირისპირდებიან.
ნახევარფინალში თბილისმა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი დაამარცხა, ხოლო იმერლებმა ქვემო ქართლი დაჯაბნეს.
5 ივნისს, 13:00 საათზე, ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი და ქვემო ქართლი დაუპირისპირდებიან. 14:30 საათიდან კი ჩემპიონის ვინაობა თბილისსა და იმერეთს შორის გაირკვევა.